საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა ხვალისთვისაა დაგეგმილი

Read Time:28 Second

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას გამართავს. შეხვედრა ხვალ არის დაგეგმილი.

ჯგუფი საარჩევნო რეფორმის მომზადების მიზნით იმუშავებს. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები შალვა პაპუაშვილი და ლევან იოსელიანი არიან.

ჯგუფის მიერ მოსამზადებელი რეფორმა იმ მემორანდუმს ეფუძნება, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის დაიდო. ამ დოკუმენტის შესაბამისად, საარჩევნო რეფორმა ფუნდამენტურად უნდა გატარდეს. მათ შორის, უნდა შეიცვალოს ცესკო-ს დაკომპლექტების წესი, ახალი წესით აირჩევა ცესკო-ს თავმჯდომარე, ასევე ხმის მიცემის სისტემა ელექტრონული იქნება.

პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, ცვლილებების ინიცირება პირველ მარტამდე უნდა მოხდეს, მისი დამტკიცება პირველ მაისამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია პარლამენტს დატოვებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ აბაშიძე – მაქსიმალურად ვეცდებით, ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოვიყენოთ
Next post ირაკლი კობახიძე: ზუსტად ის რესურსი სჭირდება გადატრიალებას, რაც არჩევნების მოგებას, ეს არის ხალხის მხარდაჭრა, რაც მათ არ აქვთ