ირაკლი კობახიძე გოგაშვილის ბრალდებებზე: ყველაფერი, რაც დღემდე გავრცელდა, იყო სისულელე. დარწმუნებულები ვართ, რაც მომავალში გავრცელდება, იგივე აბსურდი იქნება

Read Time:39 Second

ის გარემოება, რომ სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე თანამდებობას ტოვებს და განაწყენებული შედის პოლიტიკაში, არის უბედურება, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ სოსო გოგაშვილზე საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ასეთი ფაქტები წარსულში არსებულ ხარვეზებზე მეტყველებს და მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ მომავალში ეს სისტემურად არ განმეორდეს.

„თვითონ ეს ფენომენი, რასაც გოგაშვილი ჰქვია, თავისთავად აჩვენებს გარკვეულ პრობლემას, რაც წარსულში იყო. ეს გამოსასწორებელია და მომავალში არ უნდა განმეორდეს. რაც შეეხება გოგაშვილის ბრალდებებს, ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია ყოველგვარი ფაქტის, მტკიცებულების გარეშე და მათი ამოცანაა თავდაცვის რეჟიმში ჩაგვაყენონ. შეიძლება სისულელე, აბსურდი იყო, მაგრამ ყოველდღიურად გიწევს პასუხის გაცემა და ამის გარშემო უნდათ დღის წესრიგის აგება. ამის საშუალებას ვერავის მივცემთ. მარტივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი, რაც დღემდე გავრცელდა, იყო სისულელე. დარწმუნებულები ვართ, რაც მომავალში გავრცელდება, იგივე აბსურდი იქნება. აქედან გამომდინარე, ამ რეჟიმში დარჩენას არ ვაპირებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
Next post ევროკომისიის პრეზიდენტი: პუტინი ახლა თავის სისუსტეს აჩვენებს