ირაკლი კობახიძე – გადაწყვეტილია, რომ მოსამართლეთა მიერ წარდგენილ სიას კენჭი არ ეყრება, ჯერ კრიტერიუმები უნდა შემუშავდეს
გადაწყვეტილება მიღებულია, რომ მოსამართლეთა მიერ წარდგენილ სიას კენჭი არ ეყრება. შევთანხმდით, რომ ჯერ პროცედურები და კრიტერიუმები უნდა შემუშავდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, როგორ მოხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთაკანდიდატების სიის გაწვევა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ტექნიკური მხარეა და შესაძლოა, ცვლილება კანონის გარდამავალ დებულებაში განხორციელდეს.
„ზოგადად, გადაწყვეტილია, რომ ამ სიას კენჭი არ ეყრება და კენჭი ეყრება ახალ სიას, რომელიც წარმოდგენილი იქნება. თუ იურიდიული კუთხით დასაზუსტებელი გახდა, რომ ამ 10 კანდიდატს არ ეყრება კენჭი, აღნიშნულთან დაკავშირებით შეიძლება კანონის გარდამავალ დებულებებში ცვლილება შევიტანოთ. ეს წმინდა ტექნიკური მხარეა. შევთანხმდით, რომ ჯერ შემუშავდება პროცედურა, კრიტერიუმები. ამ ფილტრს გაივლის ყველა კანდიდატი. მათში შესაძლოა ის 10 კანდიდატიც შედიოდეს, რომელიც მანამდე იყო წარმოდგენილი. ასევე სხვა კანდიდატები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, პროცესი მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ წარიმართება.
„პროცესი იქნება მაქსიმალურად გახსნილი, ღია, გამჭვირვალე. ამის საფუძველზე შეირჩევა 18 კანდიდატი 18 ვაკანტურ პოზიციაზე, ხოლო შემდეგ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, ვის დაუჭერს მხარს. ჩემი მხრიდან დღეს არასწორი იქნება ვინმეს მხარდაჭერაზე ან მხარდაჭერის უარზე საუბარი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში – იაგო ხვიჩია
„ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება დარჩა ენჯეოებში შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. ეს ფული რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში“- ამის...
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ პროვოკაციები ქვეყანაში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და...
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...
ირაკლი ხელაძე – როგორც ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა სიკეთეს ამ ქვეყნისთვის, იმავე წარმატებით უშავებდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა....
გურამ მაჭარაშვილი – არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს, საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ
არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს და საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ, – ამის...