ზუგდიდის ნაწილს კატამ დენი „გაუთიშა“

Read Time:22 Second

ზუგდიდის ნაწილს 3 თებერვლის ღამეს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, ამის მიზეზი კი ის აღმოჩნდა, რომ კლდიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი აბონენტის ტრანსფორმატორში კატა შევიდა, რამაც მოკლე ჩართვა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ ტრანსფორმატორში შევიდა კატა და მოხდა მოკლე შერთვა, რასაც ელექტრიკოსები გადაფარვას ეძახიან. ამან გამოიწვია ქვესადგურ „ზუგდიდი 2-ის“ ავარია. თუმცა, კომპანიაში დასძენენ, რომ ეს ტრანსფორმატორი კერძო პირის საკუთრებაა. ამის მიუხედავად, პრობლემა მალევე გამოსწორდა და ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კიანუ რივზი ბავშვთა კლინიკებს მილიონებს საიდუმლოდ ურიცხავს
Next post ირაკლი კობახიძე – გადაწყვეტილია, რომ მოსამართლეთა მიერ წარდგენილ სიას კენჭი არ ეყრება, ჯერ კრიტერიუმები უნდა შემუშავდეს