ლელა წურწუმია-“ვიყოლიებ ფერმას, ქათმებს. თვითონ დავბარავ, მოვთოხნი” საცხოვრებლად სოფელში გადასვლას აპირებს

Read Time:32 Second

მომღერალი ლელა წურწუმია თვლის, რომ ქვეყანას სოფლის მეურნეობა გადაარჩენს. ამის შესახებ მან შორენა ბეგაშვილის გადაცემაში განაცხადა.
„ძალიან მაინტერესებს სოფლის მეურნეობა. მეცხოველეობა. ბაბუაჩემი იყო ზოოტექნიკოსი, აუცილებლად გადავალ სოფელში. ვიყოლიებ ფერმას, ქათმებს. თვითონ დავბარავ, მოვთოხნი, ძალიან მომწონს ეს ყველაფერი.
ჩვენი ქვეყნის გადამრჩენელი არის სოფლის მეურნეობა. მე შეიძლება დილეტანტი ვარ ამ თემაში, მაგრამ ასე ვფიქრობ. 50 წლის ვარ და მახსოვს, სოფელი კვებავდა ქალაქს.
დღეს სოფელი დაშლილია, ტყუილად არის ამდენი მინდორ-ველი. ჩვენ თუ სოფელში დავაბრუნებთ ხალხს, დამიჯერეთ, ბევრად კარგად

ვიქნებით.
ამდენი ონკო დაავადება, რომელიც არის, ბინძური ჰაერის გარდა, საკვებიდანაც არის შემოსული, აღარ ვიცით, რას ვჭამთ. ორივე დას ჰქონდა ონკო დაავადება და ვიცი რასაც ვლაპარაკობ“, – განაცხადა ლელა წურწუმიამ გადაცემაში.

reitingi.ambebi.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – გადაწყვეტილია, რომ მოსამართლეთა მიერ წარდგენილ სიას კენჭი არ ეყრება, ჯერ კრიტერიუმები უნდა შემუშავდეს
Next post კუნძული, რომელიც ოთხი წლის წინ არ არსებობდა, დღეს სიცოცხლით სავსეა