ილია დარჩიაშვილი – ანალენა ბერბოკის ვიზიტით საქართველოში ჩამოდის გზავნილი, რომ გერმანიისთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის მნიშვნელოვანი

Read Time:50 Second

გერმანია ევროკავშირის ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანაა და საქართველოსთვის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზით ჩამოდის გზავნილი, რომ გერმანიისთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, ანალენა ბერბოკი საქართველოში ჩამოსვლა, ახალი იმპულსის მომტანი იქნება ორმხრივ ურთიერთობებში.

„მნიშვნელოვანია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამობრძანდება საქართველოში. გერმანია ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანაა ევროკავშირის და სწორედ საქართველოსთვის ამ ვიზით ჩამოდის გზავნილი, რომ გერმანიისთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის მნიშვნელოვანი. ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი, რადგან ანალენა ბერბოკის ჩამობრძანება რა თქმა უნდა, ახალ იმპულსს მოიტანს ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით, საქართველოს წარმატებულ სვლაზე. ვფიქრობ, ეს ვიზიტი მნიშვნელივან წვლილს შეიტანს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, თავად გერმანიასთან და ამ ქვეყნის მობილიზებასთან, როგორც ჩვენი ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერის. ეს იქნება ძალიან სერიოზული გზავნილი და ჩვენ დიდი ინტერესით ველოდებით ბერბოკის ვიზიტს საქართველოში. ვფიქრობ, მსგავსი ვიზიტები ძალიან აძლიერებს ქვეყანას, ქვეყნის მიმართულებით იზრდება ცნობადობა ქვეყნის, რომელიც ასე აქტიურად და წარმატებით აგრძელებს ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

საქართველოს 23-24 მარტს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვევა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: დავით კეზერაშვილი წინ იფარებს ჟურნალისტებს დანაშაულით მოპოვებული ფულის დასამალად და დასაცავად
Next post გიული ალასანია – ადამიანს, რომელიც არის აბსოლუტურად ავად, ძალიან სუსტად, უპირებენ ციხეში დაბრუნებას