იენს სტოლტენბერგი – ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების და როცა ვსაუბრობთ უკრაინასა და საქართველოზე, მხარს ვუჭერთ ამ ქვეყნებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

Read Time:1 Minute, 35 Second

ნატო-ს გაფართოება უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, მშვიდობისა და დემოკრატიისთვის, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უპასუხა შეკითხვას, როგორ აპირებს ნატო უკრაინისა და საქართველოს პრაქტიკული პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერებას და რუსეთის დარწმუნებას, რომ მას არ აქვს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვის, ვეტოს გამოყენების უფლება; ასევე, დგას თუ არა მომდევნო კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე ნატო-ს მომავალი გაფართოების, საქართველოსა და უკრაინის საკითხი.

„ვფიქრობ, უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ს გაფართოება უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, მშვიდობისა და დემოკრატიის თავისუფლებისთვის.​ ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოებამ ბევრი სარგებელი მოიტანა გასულ ათწლეულში ევროპაში დემოკრატიის გაძლიერების კუთხით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნატო-მ ძალით გააწევრიანა ქვეყნები ალიანსში, ეს იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ მათ სურდათ ნატო-ში გაწევრიანება და გარკვეული პროცესის შემდეგ ჩვენ მივიღეთ ახალი წევრები ალიანსში, ამით დავეხმარეთ ევროპას დემოკრატიის დაცვაში. ეს ყველაფერი არის ინდივიდუალური ქვეყნების მიერ მიღებული დამოუკიდებელი, დემოკრატიული გადაწყვეტილებების პატივისცემა.

ჩვენ გასულ წლებში მოვახდინეთ იმის დემონსტრირება, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს ახალ წევრებად მიღებით. ასევე, ჩვენ ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების. როცა ვსაუბრობთ უკრაინასა და საქართველოზე, ჩვენ ამ ქვეყნებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით რეფორმების განხორციელების კუთხით, პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერით და მე მჯერა, რომ ნაწილობრივ მნიშვნელოვანია ამ გზავნილის გაშვება, რომ რეფორმები არის მნიშვნელოვანი ნაწილი, რათა შეესაბამებოდნენ ნატო-ს სტანდარტებს. მაგრამ ასევე ეს საქართველოსა და უკრაინის საზოგადოებებს აძლიერებს. მტკიცე და კარგად ფუნქციური საზოგადოება ნაკლებად მოწყვლადია რუსეთის ჩარევისგან. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და საქართველოსთან და უკრაინასთან მუშაობას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.

პრესკონფერენცია გაიმართა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამართული ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, სადაც კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ალიანსის პოზიცია ნატო-ს გაფართოებაზე უცვლელი და მტკიცეა. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი ყოველთვის მზადაა რუსეთის მოსასმენად, თუმცა დიალოგისთვის აუცილებელია მთავარი პრინციპების პატივისცემა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო კონსულტაციებს აწარმოებს უკრაინასთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან, ფინეთთან, შვედეთთან და ევროკავშირთან. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნატო -რუსეთის დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ზარქუა: მოვესწარით იმ დღეს, რომ შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შემოსვლას აპირებს – ვისაც ჰგონია, რომ შალვა მხსნელია და გუგავა ყველგან მივა, მათთვის ალბათ, რაღაც შეიცვლება
Next post საგარეო უწყება: იუნესკოს მიერ გამოქვეყნებული სია, რომელიც ასახავს ჟურნალისტების მიმართ ცალკეულ ინციდენტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ახალი არ არის