ირაკლი ზარქუა: მოვესწარით იმ დღეს, რომ შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შემოსვლას აპირებს – ვისაც ჰგონია, რომ შალვა მხსნელია და გუგავა ყველგან მივა, მათთვის ალბათ, რაღაც შეიცვლება

Read Time:1 Minute, 7 Second

უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტების კითხვას შალვა ნათელაშვილის პარტიის საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით უპასუხა.

მისი თქმით, მოვესწარით იმ დღეს, რომ შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შემოსვლას აპირებს – ვისაც ჰგონია, რომ შალვა ნათელაშვილი მხსნელია და გუგავა ყველგან მივა, მათთვის, ალბათ რაღაც შეიცვლება, მათი ხმა გაჟღერდება პარლამენტში.

როგორც ზარქუა განმარტავს, „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში შესვლა საპარლამენტო უმრავლესობისთვის არაფერს შეცვლის.

„ვინ, შალიკო? პარლამენტში?! როდესაც ფანჩატურში იკრიბებოდა შალვას ოპოზიცია და ბოიკოტს აცხადებდნენ, მაშინაც ხომ ვამბობდით, რომ ეს შეკრება არ იყო პრინციპებსა და ღირებულებებზე. ვიღაც მოსახლეობაზე იყო განაწყენებული, ვიღაც ერთმანეთზე, ვიღაც განაწყენებული იყო, რომ მანდატი ვერ მიიღო. ეს ადრე თუ გვიან დამთავრდებოდა. ხომ ვთქვით, რომ შემოვიდოდნენ და აჰა! მოვესწარით იმ დღეს, რომ შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შემოსვლას აპირებს. ეს პირადად ჩემთვის, უმრავლესობისთვის, მოსახლეობისთვის არაფერს შეცვლის.

თუმცა, იმ გარკვეული რაოდენობის მხარდამჭერებს, ვისაც ჰგონია, რომ შალვა არის მხსნელი და გუგავა ყველგან მივა, მათთვის, ალბათ რაღაც შეიცვლება, მათი ხმა გაჟღერდება პარლამენტში. სწორი მიდგომაა, მივესალმები. ვისაც მანდატი აქვს, ყველა უნდა შევიდეს პარლამენტსა და საკრებულოში. ეს ნიშნავს, რომ მცირე ამომრჩევლის ხმას გააჯღერებს“,- აღნიშნავს ზარქუა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პარტიაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს. ამასთან, განმარტავს, რომ არ ნანობს თავის დროზე მიღებულ გადაწყვეტილებას, როდესაც პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა.

„ჩვენ არ შევედით პარლამენტში და აგვკრძალეს, წაგვართვეს კომისიის წევრები, დაფინანსება, რეკლამა. ახლა რომ ვუყურებთ ამას, პარტიაში მიდის მსჯელობა, ხომ არ შევიდეთ და კომფორტი დავურღვიოთ, ავაწიოკოთ. მე, რა თქმა უნდა, ამაზე თანახმა არ ვარ“,- განმარტავს ნათელაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა ნათელაშვილი შესაძლოა პარლამენტში შევიდეს
Next post იენს სტოლტენბერგი – ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების და როცა ვსაუბრობთ უკრაინასა და საქართველოზე, მხარს ვუჭერთ ამ ქვეყნებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე