საგარეო უწყება: იუნესკოს მიერ გამოქვეყნებული სია, რომელიც ასახავს ჟურნალისტების მიმართ ცალკეულ ინციდენტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ახალი არ არის

Read Time:30 Second

იუნესკოს მიერ გამოქვეყნებული სია, რომელიც ასახავს ჟურნალისტების მიმართ ცალკეულ ინციდენტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არ არის ახალი, – ამის შესახებ „იმედინიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათი განმარტებით, ეს მონაცემები ამ სიაში ივლისიდან არის. „თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით სიას, იქ არის მითითებული, რომ ეს არის ახალი ინციდენტი, რაც არის იმის ინდიკაცია, რომ იუნესკო დამატებით ელოდება აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიების შედეგებს. ამის მიხედვით სიაში ფორმულირება, მომხდართან დაკავშირებით, ანუ ინდიკაცია შეიცვლება. შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოთხოვილი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან აღნიშნული ინციდენტის საგამოძიებო დასკვნის მასალები, როგორც კი მივიღებთ, ეს მასალები გადაეგზავნება იუნესკოს, რომლის შემდგომაც იუნესკოს მხრიდან მოხდება ამ მონაცემების განახლება“, – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარი ნარჩემაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იენს სტოლტენბერგი – ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების და როცა ვსაუბრობთ უკრაინასა და საქართველოზე, მხარს ვუჭერთ ამ ქვეყნებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე
Next post რომან გოცირიძე: “შავი სიის” იდეა გულზე მოხვდათ “ოცნებაში”, გაუტკბათ კომფორტის ზონაში ყოფნა, ეს იდეა პირველად “ლეიბორისტების” ოფისში წარმოიშვა