რომან გოცირიძე: “შავი სიის” იდეა გულზე მოხვდათ “ოცნებაში”, გაუტკბათ კომფორტის ზონაში ყოფნა, ეს იდეა პირველად “ლეიბორისტების” ოფისში წარმოიშვა

Read Time:41 Second

“პირველად, პოლიტიკური დევნის ორგანიზატორი მოსამართლეების, პოლიციელების, პროკურორების და სხვა სახელმწიფო მოხელეების “მაგნიტსკის სიის” მსგავსი “შავი სიის” შედგენის იდეა ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრებისას წარმოიშვა. შემდეგ, ხელისუფლების ანტიპიარის შედეგად ამ იდეამ ვერ შეისხა ხორცი. არა და, სულ ახლახან ჩაუკეტეს ამერიკის კარები უკრაინელ მოსამართლეს და პერსონალური სანქციები დაუწესეს სწორედაც რომ მსგავსი ქმედებების გამო.

მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება გულზე მოხვდათ “ოცნებაში”. გაუტკბათ კომფორტის ზონაში ყოფნა. რა უნდათ დემოკრატიულ დასავლეთში, იფრინონ ასტანა-ნურსულთანში და ნოვოსიბირსკში.

პერსონალური სანქციები არის ანტიდემოკრატიული რეჟიმების ჩინოვნიკების დასჯის ფორმა და დროა ევროპამ და ამერიკამ ამაზეც იფიქროს. როცა ხელისუფლების ძირგამომთხრელ ქმედებებზე აკეთებენ განცხადებას, ამ ძირის გამოთხრაში კონკრეტული პირები მონაწილეობენ დიდი ნიჩბებით ხელში. სავიზო და სხვა სახის შეზღუდვები მათი მოთვინიერების აპრობირებული ხერხია და გინდ შავი სია ერქვას და გინდ წითელი-ასეთი ნუსხა უნდა არსებობდეს. ყველა უნდა იცნობდეს იქ მოხვედრილ პირებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ,” – წერს რომან გოცირიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საგარეო უწყება: იუნესკოს მიერ გამოქვეყნებული სია, რომელიც ასახავს ჟურნალისტების მიმართ ცალკეულ ინციდენტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ახალი არ არის
Next post კალაძე: უფალი იშვა და მასთან ერთად იშვა სინათლე