იაპონიაში, სწრაფი კვების ქსელ „მაცუიაში“ ქართული შქმერული გამოჩნდა

Read Time:24 Second

იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პოპულარულ სწრაფი კვების ობიექტში „მაცუია“, რომელსაც იაპონიაში 1000-მდე ობიექტი აქვს, ქართული კერძი შქმერული გამოჩნდა.

გარდა ამისა, იაპონიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, „მაცუიაში“ მისულ მომხმარებლებს ხვდებათ სარეკლამო პოსტერი საქართველოს შესახებ ინფორმაციით.

აღნიშნული ფაქტის შესახებ იაპონიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის, თეიმურაზ ლეჟავას ინფორმაცია, რომელიც „ტვიტერით“ გავრცელდა, აქტიურად გაშუქდა ადგილობრივ მედიაშიც.

თავდაპირველად, ქართული კერძის დაგემოვნება „მაცუიას“ 70-მდე ობიექტში იყო შესაძლებელი, თუმცა პოპულარობის გამო, 2020 წლის იანვრიდან ქართული კერძის დაგემოვნება „მაცუიას“ თითქმის ყველა, ათასამდე ობიექტში იქნება შესაძლებელი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე-შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს, შეეწიოს ყველა გაჭირვებულ ადამიანს. წმინდა ნიკოლოზმა დაგლოცოთ თქვენ და ყველა ადამიანი, განსაკუთრებით გაჭირვებული ადამიანები
Next post „მორიგეობაზე რჩებოდა და კედლებს ხეხავდა“- მე-100 სკოლის დირექტორი გარდაცვლილ მოსწავლეზე