„მორიგეობაზე რჩებოდა და კედლებს ხეხავდა“- მე-100 სკოლის დირექტორი გარდაცვლილ მოსწავლეზე

Read Time:1 Minute, 0 Second

აქტიური, კომუნიკაბელური, საკმაოდ მხიარული… მორიგეობაზე რჩებოდა და კედლებს ხეხავდა ხოლმე, ისე უვლიდა სკოლას“,- ასე ახასიათებს „პრაიმტაიმთან“ 15 წლის გარდაცვლილ მოზარდს იმ სკოლის დირექტორი, რომელშიც ლუკა სირაძე სწავლობდა.
„არაჩვეულებრივი, ძალიან კარგი ბავშვი იყო. შემიძლია დავახასიათო როგორც ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე – აქტიური, კომუნიკაბელური, საკმაოდ მხიარული. სასკოლო აქტივობებში, ღონისძიებებში სულ ყოველთვის  ჩართული იყო. არცერთი დღე არ გაუცდენია სკოლა ამ პერიოდის განმავლობაში. ძალიან მეგობრული იყო, კარგი ურთიერთობა ჰქონდა თავის კლასელებთან და მასწავლებლებთან. ამ ორ თვეში ისე მოახერხა, რომ ყველა იცნობდა.
არასდროს ამ სკოლის კედლებზე არანაირი წარწერა არ შემინიშნავს. რაიმე პროტესტი რომ ჰქონოდა, თავისთავად ცხადია, აქაც რაღაცნაირად გამოავლენდა.
ერთი დღეც არ გაუცდენია სკოლა. კლასს ჰიმნი დაუწერა, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ჩაწერა იმიტომ, რომ 5 წუთში ზეპირად შეთხზა. თვითონვე უნდოდა, რომ კლასის ჰიმნი შეექმნა. იკითხეს რა ღირდა ჰიმნის შექმნა და რომ გაიგეს ძვირი იყო – რა უნდა კლასის ჰიმნის შექმნასო, დაჯდა და დაწერა. ძალიან კარგად სწავლობდა.
სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, წინა დღით სკოლაში იყო. მორიგეობაზე რჩებოდა და კედლებს ხეხავდა ხოლმე, ისე უვლიდა სკოლას“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ მე-100 სკოლის დირექტორმა,თეა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელიც სკოლის კედელზე გაკეთებული წარწერის გამო, პოლიციაში გამოკითხეს და ამის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაპონიაში, სწრაფი კვების ქსელ „მაცუიაში“ ქართული შქმერული გამოჩნდა
Next post 14 დაშავებული და 1 გარდაცვლილი – ავარია თბილისში