ილია მეორე-შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს, შეეწიოს ყველა გაჭირვებულ ადამიანს. წმინდა ნიკოლოზმა დაგლოცოთ თქვენ და ყველა ადამიანი, განსაკუთრებით გაჭირვებული ადამიანები

Read Time:29 Second

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ნიკოლოზობის დღესასწაული მიულოცა.

ილია მეორემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის წმინდა ნიკოლოზის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წმინდა ნიკოლოზი გამორჩეულია წმინდათა შორის. მას ეწოდება სწრაფად შემწე. წმინდა ნიკოლოზი საქართველოს და მთელი მსოფლიოს მფარველია. წმინდა ნიკოლოზს ვუწოდებთ ყოველთა ქართველთა დიდ კათოლიკოს-პატრიარქს. მინდა, შეგახსენოთ, რომ გაჭირვებაშია კაცობრიობა, ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი კარგავს იმედს და თავს იკლავენ. ეს ხდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში. შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს, შეეწიოს ყველა გაჭირვებულ ადამიანს. წმინდა ნიკოლოზმა დაგლოცოთ თქვენ და ყველა ადამიანი, განსაკუთრებით გაჭირვებული ადამიანები“, – განაცხადა ილია მეორემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი – ხელისუფლებამ, მედიამ, არასამთავრობოებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ნათქვამს უსმენს და უყურებს ასიათასობით არასრულწლოვანი
Next post იაპონიაში, სწრაფი კვების ქსელ „მაცუიაში“ ქართული შქმერული გამოჩნდა