იანვარში იმპორტი 3.9%-ით, 619.7 მლნ დოლარამდე გაიზარდა

Read Time:36 Second

საქსტატმა დღეს 2020 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის ამსახველი მონაცემები გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, “იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $882.4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $262.6 მილიონი დოლარი იყო (10.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი $619.7 მილიონი დოლარი (3.9 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარში 357.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 % შეადგინა,”- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

საქსტატის მონაცემები მხოლოდ წინასწარ მაჩვენებლებს მოიცავს, შესაბამისად ამ დროისთვის უცნობია თუ რომელი საქონლის იმპორტის ზრდამ განაპირობა მთლიანი იმპორტის მოცულობის 5.7%-იანი ზრდა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის განმავლობაში ყოველთვიურად, იმპორტი ჯამურად 0.7%-ით შემცირდა.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები  მიმდინარე წლის 19 თებერვალს გამოქვეყნდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ვოლსკი – ოპონენტების მხრიდან ევროპარლამენტის მისიის მიღებაზე სკეპტიკური შეფასებები დამატებით კითხვებს იწვევს
Next post ია მეტრეველი – ხალხნო, არ შეიძლება დავივიწყოთ წარსული! არ შეიძლება ბოკერია გვირჩევდეს საქმეს და უგულავა გმირად გამოყავდეთ