,,თუშეთი – ჩემი მემკვიდრეობა“ – საქართველოს ეროვნული ფონდში დაჯილდოება გაიმართება

Read Time:53 Second

საქართველოს ეროვნული ფონდის ინიციატივითა და მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდის მხარდაჭერით 15 ოქტომბერს, შაბათს, 15:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ფონდში გაიმართება კონკურსის – ,,თუშეთი – ჩემი მემკვიდრეობა“ დაჯილდოება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ფონდი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონკურსი 2021 წელს გამოცხადდა. გამოვლინდა 9 გამარჯვებული თუშეთის სოფლებიდან – დართლო, ომალო და ალვანის მუნიციპალიტეტიდან. მონაწილეებმა საკონკურსო წინადადებებში წარადგინეს როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის თვალსაჩინო მაგალითები. მათ გადაეცემათ ფულადი ჯილდო და სიგელი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის.

საქართველოს ეროვნული ფონდის შენობა მე-18 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. დაჯილდოებისთვის კონკურში გამარჯვებული თუშები ესტუმრებიან ფონდს. დღის განმავლობაში დაგეგმილია: კონკურსანტების დაჯილდოება; ფოტოარქივის გამოფენა თუშური ყოფა-ცხოვრების შესახებ; საღამოს მუსიკალურად გააფორმებს მომღერალი მარი ხაჩიძე და ფოლკლორის სახლის წარმომადგენლები ალვანიდან; წარმოდგენილი იქნება ხელოვან ნინუცა შატბერაშვილის სუფრა-პერფორმანსი, სადაც შესაძლებელი იქნება თუშური სამზარეულოს დაგემოვნება; ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობს ალვანელი ლევან მიქელაძე, რომელიც მსურველებს შესთავაზებს თუშურს ყავას და ასევე ერბოიან ყავას, რომელიც მზადდება ქუმელისაგანან (ქერისაგან).

მემკვიდრეობაზე მზრუნველი მოქალაქეების გამოსავლენად, კონკურსი „ჩემი მემკვიდრეობა“ მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

საქართველოს ეროვნული ფონდი დაარსდა 2016 წელს. ფონდის მიზანია, გადაარჩინოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა სიცოცხლისუნარიანი მართვის გზით. ამჟამად, ფონდი ახორციელებს პროექტს „თბილისში, თუშეთსა და ხევსურეთში.

დაჯილდოების ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან დავითაშვილი – იმედი გვაქვს, Bloomberg-ის კვლევაში მოცემული წინასწარი მონაცემები რეალურ საინვესტიციო პროექტებად იქცევა
Next post ნანუკა ჟორჟოლიანი „ვივამედის“დირექტორს: ნინო, შენ უნდა ჩამოყალიბდე მიშას გულშემატკივარი ხარ, თუ სუსის მეგობარი