თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

Read Time:22 Second

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა, – ამის შესახებ „იმედინიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შემოვიდა შეტყობინება მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალქის გარდაცვალების შესახებ. საელჩოს თურქეთის ქ. ანთაქიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის – ო.ც. გარდაცვალების შესახებ თვითმხილველმა აცნობა.

საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალქეების თაობაზე ინფორმაციის მიღების და მათი დახმარების მიზნით. საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან“, – განმარტეს საგარეო უწყებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი – დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის საქმეზე სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას
Next post თურქეთში მიწისძვრას 12 წელი ემიგრაციაში მყოფი 67 წლის ქართველი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა