თურქეთში მიწისძვრას 12 წელი ემიგრაციაში მყოფი 67 წლის ქართველი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

Read Time:34 Second

თურქეთში, მიწისძვრის შედეგად, საქართველოს მოქალაქე, სენაკელი, 67 წლის ნანი ზარანდია დაიღუპა. გარდაცვლილის შვილის თქმით, მიწისძვრის შედეგად ქალი იმ კორპუსის ნანგრევებში მოჰყვა, სადაც მუშაობდა. მასთან ერთად გარდაცვლილია იმ ოჯახის ერთი წევრი, ვისთანაც ქართველი სამუშაოდ იმყოფებოდა. ნანი ზარანდია თურქეთში 12 წელი ცხოვრობდა.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საელჩო და დაღუპულის გადმოსასვენებლად შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

„ამ დილით შეგვატყობინა იმ ოჯახის წევრმა, სადაც მუშაობდა, რომ ნანგრევებში იყო მოყოლილი. მხოლოდ ეს ვიცით. ახლა დარეკილი გვაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში და ვამზადებთ დოკუმენტაციას, რომ გადმოსვენების პროცედურა დავიწყოთ. ცხედარი ნაპოვნიაო, ასე გვეუბნებიან. ანთაქიაში ცხოვრობდა, 5 სართულიან კორპუსში“,- განაცხადა დაღუპულის შვილმა.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე დასული