შალვა პაპუაშვილი – დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის საქმეზე სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას

Read Time:30 Second

საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და მისმა მართლმსაჯულებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის დამოუკიდებელი და პროფესიული ამ მხრივ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „სასამართლო პროცესი იმას გულისხმობს, რომ მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას და ამაზე გადაწყვეტილებას არ იღებენ პოლიტიკოსები და არც ადვოკატები“.

„მოსამართლემ მოისმინა პოზიციები, ექსპერტების ჩვენებები და ამის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და მისმა მართლმსაჯულებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის დამოუკიდებელი და პროფესიული ამ მხრივ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პაპუშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება, შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თურქეთში განმეორებითი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა
Next post თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა