თურქეთში მაშველებმა გადაარჩინეს 4 ადამიანი, რომლებმაც ნანგრევებში 200-ზე მეტი საათი გაატარეს

Read Time:21 Second

თურქეთში მაშველებმა გადაარჩინეს 4 ადამიანი, რომლებმაც 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში 200-ზე მეტი საათი გაატარეს. ამის შესახებ სააგენტო Anadolu იტყობინება.

ქალაქ ადიამანში მაშველებმა გადაარჩინეს 12 წლის ბერატი, რომელმაც ნანგრევებში 207 საათი გაატარა. მისი ოჯახი ჯერჯერობით ნაპოვნი არაა.

კაჰრამანმარაშში ნანგრევებიდან ამოიყვანეს 35 წლის ქალი, რომელმაც იქ 205 საათი გაატარა. მის გამოსასხნელად მაშველებმა 5-მეტრიანი გვირაბი გათხარეს.

მანამდე ქალაქ ანტაქიაში მაშველებმა გადაარჩინეს ორი ახალგაზრდა ქალი, რომლებმაც ნანგრევებში სულ მცირე 204 საათი გაატარეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვატო შაქარიშვილი: პოლონეთის საგარეო უწყებიდან ყველა დიპლომატი გაათავისუფლეს, ვისაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული – ლяკას არ გააგებინოთ და თქვენც ნუ შეიმჩნევთ ძვირფასო ნაც-ლიბერალებო
Next post თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 41 000-ს გადააჭარბა