თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 41 000-ს გადააჭარბა

Read Time:32 Second

თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 41 000-ს გადააჭარბა. თურქეთის სტიქიური უბედურების ლიკვიდაციის სამმართველოს მონაცემებით, ქვეყანაში 35 400-მდე ადამიანი დაიღუპა.

სირიაში მსხვერპლის სტატისტიკას გაერო აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც. სტიქიამ იქ 6 000-მდე მოქალაქე იმსხვერპლა. სავარაუდოდ ეს სტატისტიკა საბოლოო არ არის. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაორმადგეს. შეიძლება თქვას, რომ გადარჩენილთა მიგნების ოპერაცია უკვე აღარ ტარდება და მაშველეები გაწმენდით სამუშაოებს შეუდგნენ.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები 6 თებერვალს მოხდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თურქეთში მაშველებმა გადაარჩინეს 4 ადამიანი, რომლებმაც ნანგრევებში 200-ზე მეტი საათი გაატარეს
Next post ჯგუფი S Club 7 სცენაზე ბრუნდება