ჯგუფი S Club 7 სცენაზე ბრუნდება

Read Time:33 Second

ბრიტანული პოპ-ჯგუფი S Club 7 დაარსებიდან 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად სცენაზე ბრუნდება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჯგუფი გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში ტურს გამართავს. ეს პირველი შემთხვევაა იქნება 2015 წლის შემდეგ, როდესაც მაყურებლის წინაშე ჯგუფის პირველი შემადგენლობა სრულად წარდგება.

„იმედი გვაქვს, რომ ყველა შემოგვიერთდება ამ დიდ წვეულებაზე“, – განაცხადეს ჯგუფის წევრებმა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეორგოლში.

S Club 7-ი 1998 წელს Spice Girls-ის ყოფილმა მენეჯერმა საიმონ ფულერმა დააარსა. ჯგუფმა არაერთი ჯილდო მოიპოვა და ისეთი ჰიტები გამოუშვა, როგორებიცაა Bring It All Back, Don’t Stop Movin’ და ა.შ. ჯგუფი 2003 წელს დაიშალა. 2014-ში მათ დაბრუნება გადაწყვიტეს და ახალი სიმღერებიც ჩაწერეს, თუმცა 2015 წლის შემდეგ ერთად აღარ უმღერიათ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 41 000-ს გადააჭარბა
Next post ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა ათეულშია