ვატო შაქარიშვილი: პოლონეთის საგარეო უწყებიდან ყველა დიპლომატი გაათავისუფლეს, ვისაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული – ლяკას არ გააგებინოთ და თქვენც ნუ შეიმჩნევთ ძვირფასო ნაც-ლიბერალებო

Read Time:54 Second

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ყველა დიპლომატი გაათავისუფლეს, ვისაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი (МГИМО) ჰქონდა დამთავრებული. ლяკას არ გააგებინოთ და თქვენც ნუ შეიმჩნევთ ძვირფასო ნაც-ლიბერალებო! – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ლიბერალური პროპაგანდის გავლენაა ის, რომ ელენე ხოშტარია, რომელიც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებულია, პროდასავლელ და სამშობლოზე შეყვარებულ პოლიტიკოსად მიიჩნევა. შაქარიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ხოშტარია ადამიანების დასანქცირებას ითხოვს რუსეთთან გამოგონილი კავშირების გამო, მისი ოჯახი კი რუსეთიდან ჰონორარს დღემდე იღებს.

„პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ყველა დიპლომატი გაათავისუფლეს, ვისაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი (МГИМО) ჰქონდა დამთავრებული.
ლяკას არ გააგებინოთ და თქვენც ნუ შეიმჩნევთ ძვირფასო ნაც-ლიბერალებო! იქნებ პოლონეთის მაგალითით მაინც დაინტერესდეთ,(ბოლოს და ბოლოს იმ ევროკავშირის წევრია, რომელსაც ეტრფით) თუ ლяკასთვის ჩარიცხულმა რუბლემბაც ვერ აგიხილათ თვალი და ჰელენ ხოშტარიასთან ერთად აპირებთ ისევ “შინ ევროპისკენ” სვლას…

წარმოიდგინეთ რამდენად დეგრადირებული და უტიფარია ლიბერალური პროპაგანდა, რომ ლяკა პროდასავლელ, სამშობლოზე შეყვარებულ პოლიტიკოსად იყიდება, რომელიც ადამიანების სანქცირებას ითხოვს რუსეთთან გამოგონილი კავშირების გამო თვითონ კი, МГИМО-ში 2018ა(დასავერბოვკებელი კაბინეტი) ოთახში მიღებული დავალებებით მოქმედებს დღემდე, მოქმედებს სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის და ჩვენი ქვეყნის საზიანოდ!“ – წერს ვატო შაქარიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ბუღაძე: პეზიდენტ სააკაშვილს რიტუალურად კლავენ, ეს არის კანიბალისტური მსხვერპლშეწირვა
Next post თურქეთში მაშველებმა გადაარჩინეს 4 ადამიანი, რომლებმაც ნანგრევებში 200-ზე მეტი საათი გაატარეს