თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში

Read Time:32 Second

თუ ვითარებას საერთაშორისო მასშტაბით შევაფასებთ, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, განსაკუთრებით მხედველობაში აქვს ევროპის ის განვითარებული ქვეყნები, რომელთა ჯანდაცვის სისჯტემები საუკეთესოდ ითვლება.

„ერთ-ერთი ყველაზე მცირე რაოდენობა გვაქვს შემთხვევათა, 79 ინფიცირებული და არც ერთი გარდაცვლილი. ამაზე მეტის გაკეთება, არაფრის არ შეიძლებოდა. ეს მდგომარეობა, რაც დღეს საქართველოს უკავია მსოფლიო რუკაზე, შედეგია იმისა, რომ მთელი ვერტიკალი, დაწყებული რიგითი ექიმიდან და ეპიდემიოლოგიდან, გაგრძელებული დააავადებათა კონტროლის ცენტრით, კლინიკებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და განსაკუთრებით საქართველოს მთავრობის, პირადად პრემიერით დასრულებული, მთელი ვერტიკალი საათივით აწყობილი მუშაობდა. ყველა საპასუხისმგებლო ღონისძიება განხორციელდა დროულად, ადექვატურად და ეფექტურად“ – განაცხადა თენგიც ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეს გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა-,,ერთ რამეს მივხვდი! დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო.
Next post არ არის საჭირო 10 კაციანი სუფრები, ვიყოთ იზოლაციაში და მერე მე დაგპატიჟებთ სუყველას, ვიმხიარულოთ – ამირან გამყრელიძე