არ არის საჭირო 10 კაციანი სუფრები, ვიყოთ იზოლაციაში და მერე მე დაგპატიჟებთ სუყველას, ვიმხიარულოთ – ამირან გამყრელიძე

Read Time:41 Second

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირამ გამყრელიძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში  მოსახლეობას თვითიზოლაციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და განაცხადა, რომ მთავარია კრიტიკულ ფაზაში შესვლის დრო გავახანგრძლივოთ.

“საშიშია, საფრთხილოა, თუ გვექნა  დღეში 100, 200, 300 ახალი შემთხვევა.  ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გავახანგრძლივოთ  კრიტიკულ ფაზაში შესვლის დრო. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ.”- აღნიშნა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას  სთხოვს, ხახლხმრავალი შეკრებებისგან თავი შეიკავონ.

” ჯერ კიდევ არ არის სრულად დაცული სოციალური დისტანციები- ლისის ტბაზე, კუს, ბაზე.. ზოგი იკრიბება ერთად. არ არის ეს ერთი თვე საჭირო სახლებში 10-20 კაციანი სუფრები, გვიყვარს ქართველებს, კი.რა ჯობია..  მერე, მე დაგპატიჟებთ და ერთად წვიდეთ სადმე, როცა დამთვრდება ეს ეპიდემია, სიამოვნებით,  ვიმხიარულოთ. მაგრამ ეხლა, თვენახევარი,  ორი თვე,  გავიჭირვოთ სუყველამ, ვიყოთ იზოლირებულები, განსაკუთრებით ჩემი ასაკის ადამიანები. მე არ შემი₾ძია ახლა იზოლაციაში ყოფნა, საჭირო ვარ ჯერ, თორემ წავიდოდი მეც, კარგი სასტუმროებია საკარანტინო, მაგრამ არ შემიძ₾ია”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში
Next post დღეს ზუგდიდში მომხდარი ფაქტით აღშფოთებული ექიმი, კოტე მათითაშვილი-„ეს დედააფეთქებული სიფრიფანა 5 ცენტიანი ნიღაბი არ იცავს არაააააა!!!“