დღეს გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა-,,ერთ რამეს მივხვდი! დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო.
გურამ დოჩანაშვილი დღეს 80 წლის გახდა
ქართველი კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი იუბილარია. მწერალი დღეს 80 წლის გახდა.
თანამედროვეობის გამორჩეული ავტორი 1939 წელს თბილისში დაიბადა. პოპულარობა პირველივე მოთხრობების გამოქვეყნებისთანავე მოიპოვა. მისი პირველი მოთხრობა 1961 წელს „ცისკარში“ დაიბეჭდა. მწერალს ყველაზე დიდი აღიარება კი, რომანმა „სამოსელი პირველი“ მოუტანა.
გურამ დოჩანაშვილი ახლაც მუშაობს ნაწარმოებზე „ბრმადყოფილზე და…“. სამ წიგნად შექმნილი მხატვრული ნაწარმოების მესამე ნაწილი სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოვა.
გურამ დოჩანაშვილის ცნობილი ნაწარმოებებია: „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე“, „ვატერ(პო)ლოო, ანუ აღდგენითი სამუშაოები“ და სხვა.
გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება ნათარგმნია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.
მწერალი არის ლიტერატურული პრემია – „საბას“ ლაურეატი ნომინაციაში – „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“. ამასთან, გასულ წელს გურამ დოჩანაშვილი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიით დააჯილდოვა. გურამ დოჩანაშვილს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა „ბრმადყოფილზე და…“ ასევე, მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღეს კოლეგებთან საერთო ენის პოვნას და საქმიანი ურთიერთობის...
იუსტიციის სახლები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გრძელდება
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ერთდროულად, 14 იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მასშტაბური მშენებლობების დასრულების შემდეგ იუსტიციის სახლების რაოდენობა 132-მდე გაიზრდება. სახელმწიფო...
მამუკა ხაზარაძე: ბიძინა! მალე დადგინდება საერთაშორისო სასამართლოში ვინ არის ამ ქვეყანაში ნამდვილი თაღლითი
სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე დროში ჩვენი სარჩელი განხილვაში მიიღო - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს:...
„სიტყვებია ზედმეტია, ისეთი ტკივილია…“ -ტრაგედია ქედაში
ავარიას დოლოგანში 21 წლის ლაშა ხალვაში ემსხვერპლა. ამის შესახებ შოთო სიხარულიძე წერს. „გლოვობს ჩემი ბათუმი, მიწამ როგორ უნდა მიგიღოს. ეს...
“ფორმულა” გადაცემების ნაწილს ხურავს
ტელეკომპანია "ფორმულა" გადაცემების ნაწილს ხურავს. ამის შესახებ ტელეარხმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა. კონტრაქტები შეწყდება თანამშრომელთა ნაწილთანაც, საუბარია ათეულობით ადამიანზე. "ჩვენი მაუწყებლობა...
„არ ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე, ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და არც ცხვირი“ – ირმა ინაშვილი მიმართვას ავრცელებს
ირმა ინაშვილი უარყოფს საზოგადოების ნაწილში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მატრონას ხატის ერთ-ერთ ფრაგმენტზე მისი სახეა გამოსახული. პოლიტიკოსი ამასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს:...