თენგიზ ცერცვაძე: კლინიკებში სამედიცინო დახმარების გაწევაზე მონიტორინგი მიმდინარეობს, პაციენტების მართვა მაღალ დონეზეა

Read Time:35 Second

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კლინიკებში პაციენტების სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით მონიტორინგი მიმდინარეობს. მისივე თქმით, კლინიკებში პაციენტების მართვა მაღალ დონეზეა.

„ამისთვის არსებობს ანალიტიკური სამსახური და მონიტორინგის სამსახური, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს, თუ როგორ მიეწოდებათ სამედიცინო დახმარება კლინიკებში, ასევე ბინაზე მყოფებსაც. კოვიდკლინიკებში ექიმები მუშაობენ, რომლებიც წელიწადზე მეტია, მოწინავე პოზიციებზე დგანან და მაქსიმუმს აკეთებენ. ბინაზე დარჩენილი პაციენტების მართვა კი, მე თუ მკითხავთ, ძალიან რთულია, დიდი დატვირთვა აწევთ ოჯახის ექიმებს. საქართველოში ბოლო დრომდე ოჯახის ექიმის ინსტიტუტი არ იყო ძალიან ძლიერი, ამიტომ ყველა ძალისხმევა გავატარეთ, რომ ბინაზე დარჩენილების მართვა გაუმჯობესებულიყო. კლინიკებში პაციენტების მართვა მაღალ დონეზე მიმდინარეობს. ჩვენთან კითხვის ნიშნები არ დგას, თუ როგორი ხარისხით მკურნალობენ პაციენტებს. კლინიკებში მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტების დონეზეა. გარდაცვლილების რიცხვი მაღალია, რადგან ინფიცირებულების რიცხვი იზრდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ აბაშიძე: „კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გავაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს“
Next post შალვა პაპუაშვილი: ვიდეოფიქსაცია ნებისმიერ სპეკულაციას დათვლის პროცესთან დაკავშირებით გამორიცხავს