თეა წულუკიანმა განმარტა როგორ გაიყოფა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

Read Time:43 Second

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორ სამინისტროდ ჩამოყალიბების საკითხზე პარლამენტთან და ჩვენ კომიტეტთან მთავრობას ჰქონდა შესაბამისი კონსულტაცია, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„დღეს უკვე საჯაროდ დაზუსტდა ის, რაც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დამტკიცების პროცედურებისას განაცხადა პარლამენტში. მას შემდეგ არავისთვის იყო საიდუმლო, რომ ამ თემაზე სახელისუფლებო წრეებში მიმდინარეობდა მსჯელობა. და უკვე ვიცით, თუ როგორი კონტურები შეიძლება ჰქონდეს ამ ორ სამინისტროს. ერთი მხრივ, იქნება განათლება და მეცნიერება ცალკე, რაც თავისთავად უზარმაზარი პორტფელია და კომპეტენციები არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის და ჩვენი მომავალი განვითარებისთვის და მეორე მხრივ, იქნება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რაც გულისხმობს კულტურისა და სპორტის კომპეტენციების გაერთიანებას და ასევე პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მმართველობის ქვეშ მყოფი ახალგაზრდული საქმეების სააგენტოს გაერთიანებას ამ ახალ სამინისტროში“, – განაცხადა წულუკიანმა.

დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ ფუნქციონირებდა, დადგენილების შემდეგ გახდება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დედაქალაქის მერმა კიშინიოვის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა
Next post მსოფლიო პატრიარქმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა