თბილისში ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო

Read Time:1 Minute, 28 Second

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დედაქალაქის მასშტაბით, ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო.

როგორც imedinews თბილისის მერიაში განუცხადეს თბილისის მერი კახა კალაძე შარტავას ქუჩა N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟის პროცესს გაეცნო.

“დემონტაჟი იმგვარად ხდება, რომ შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, თუკი რომელიმე ადგილზე ზებრა გადასასვლელის გაკეთება შეუძლებელი იქნება, ხიდს ისევ გამოვიყენებთ. პირველ ეტაპზე ქალაქში 20 ადგილზე მოხდება მათი დემონტაჟი, სადაც ყველანაირად იქნება ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის მიერ დეკლარირებული პრიორიტეტების შესაბამისად, დედაქალაქის ქუჩები ქვეითთათვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ველოსიპედისტებისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

„დღეს მიმდინარეობს რიგით პირველი საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის დემონტაჟი, ვინაიდან მერიის მიერ გაცხადებული სატრანსპორტო პოლიტიკით პრიორიტეტი ქვეითად მოსიარულეებს ენიჭებათ. შესაბამისად, მათთვის გადაადგილება კომფორტული უნდა იყოს ხიდებისა და მიწისქვეშ გადასასვლელების გამოყენების გარეშე. ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც დაგეგმილია გადასასვლელი ხიდის დემონტაჟი, თანამედროვე ქვეითთა გადასასვლელები მოეწყობა“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფრიოსმა გალაკტიონ ბუაძემ.

ამ დროისათვის ცნობილია, თუ სად მოხდება ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი და შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელების მოეწყობა:

შარტავას ქუჩა N7-ის; ჭავჭავაძის გამზირისა და ბერძენიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე;

ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირების გადაკვეთაზე;

აკაკი წერეთლის გამზირზე – დიდუბის პანთეონის მიმდებარედ;

გურამიშვილის გამზირისა და ზიგზაგისქუჩის გადაკვეთაზე;

გურამიშვილის გამზირისა და ლიახვის ქუჩის გადაკვეთაზე;

გურამიშვილის გამზირისა და ქსნის ქუჩის გადაკვეთაზე;

გურამიშვილის გამზირისა და გუდამაყრის ქუჩის გადაკვეთაზე;

გურამიშვილის გამზირისა და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის გადაკვეთაზე;

შანდორ პეტეფის ქუჩაზე – №151 საჯარო სკოლის მიმდებარედ;

გორგასალის ქ. №111 კორპუსის მიმდებარედ;

გორგასალის ქ. №111ა კორპუსის მიმდებარედ;

რუსთავის გზატკეცილი №6-ს მიმდებარედ (ქვემო ფონჭალა);

ყაზბეგის გამზირზე – №52 საჯარო სკოლის მიმდებარედ;

ვაჟა-ფშაველას გამზირზე – სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ;

ცოტნე დადიანის ქუჩაზე – №4 საჯარო სკოლის მიმდებარედ;

რობაქიძის გამზირზე – ბელიაშვილის ქუჩის მიმდებარედ; რობაქიძის გამზირზე – მაღაზია „წითელქუდას“ მიმდებარედ;

გურამიშვილის გამზირი №15-ს მიმდებარედ (საყოფაცხოვრებო კომბინატი);

მარშალ გელოვანის გამზირზე – „აგროჰაბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.

საფეხმავლო ხიდების დემონტაჟის პროცესი 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.სადემონტაჟო სამუშაოებს, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 307 805 ლარი დაიხარჯება, კომპანია „მეტეხი 2008“ განახორციელებს

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გამოკითხვა – მიესალმებით თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში?
Next post კვლევა: კაცებს ღალატი სახეზე უფრო ეტყობათ, ვიდრე ქალებს