თბილისში დამატებით 40 ახალი ავტობუსი იმოძრავებს

Read Time:47 Second

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ახალი, 40 ერთეული „ისუზუს“ მარკის ავტობუსი წარუდგინა. რვამეტრიანი, ევრო ექვსის სტანდარტის ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით რვა მარშრუტზე გადანაწილდება.

ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებს მოემსახურება:

N17 – გადასასვლელი ხიდი – მუხიანის მეოთხე მიკრორაიონი
N27 – სადგურის მოედანი – ვაშლიჯვრის დასახლება
N40 – ვარკეთილის მეურნეობა – ისანი
N45 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – სოფელი გლდანი
N60 – გადასასვლელი ხიდი – მეტროსადგური „ღრმაღელე
N62 – სადგურის მოედანი – ზღვის უბნის დასახლება
N73 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – გლდანულა
N99 – მეტროსადგური „დელისი“ – ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონი

უახლოეს მომავალში თბილისს კიდევ 40 ერთეული „ისუზუს“ მარკის ავტობუსი შეემატება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, „ისუზუს“ მარკის ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ავტობუსში განთავსებულია, როგორც WIFI მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის WIFI-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, გარდა ამისა, გააჩნია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგისა და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები, ასევე USB-დამტენები.

გასულ წელს შპს „სატრანსპორტო კომპანიამ“ მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში სულ 220 ერთეული „ისუზუსა“ და 90 ერთეული „მანის“ მარკის ავტობუსები შეისყიდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
Next post ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთში კინოდაჯილდოებაზე გაიმარჯვა, ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობად დასახელდა