ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთში კინოდაჯილდოებაზე გაიმარჯვა, ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობად დასახელდა

Read Time:23 Second

ლევან აკინის ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) შვედეთის მთავარ კინოდაჯილდოებაზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. ასევე, მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი ლევან გელბახიანი საუკეთესო მსახიობად დაასახელეს. ფილმი ქართული კომპანიის Takes Film და შვედური კომპანიის French Quarter Film კოპროდუქციაა, რომლის პრემიერაც 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა.

ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში 25 ფილმს შორის მოხვდა.

ფილმი ახალგაზრდა მოცეკვავის, მერაბის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც მას ამბიციური მეტოქე შეუყვარდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისში დამატებით 40 ახალი ავტობუსი იმოძრავებს
Next post ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. არაფორმალური მმართველობის ფაქტები ფიქსირდება