გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

Read Time:57 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მთავრობის მეთაური დავოსში დღეს ჩავა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაიმართება მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან.

მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ეკონომიკური ნაწილი დაეთმობა შეხვედრებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან, მათ შორისაა „ფილიპს ლაითინგი“ (Philips Lighting), „სიმენს ენერჯი“ (Siemens Energy), „კამილ ბლოში“ (Camille Bloch), „კოკა-კოლა“ (Coca-cola), „ვანვები“ (Oneweb) და სხვა.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერი, ევროპელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში „ახალი ამბიციები ევროპისთვის“ (New Ambitions for Europe).

მთავრობის მეთაური სიტყვით მიმართავს ევროპელი ლიდერებისთვის ორგანიზებული ოფიციალური ღონისძიების – „ევროპის გაერთიანება“ (Uniting Europe) მონაწილეებს და დაესწრება დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და ჰილდე შვაბის სახელით გამართულ მიღებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე ესტუმრება პრეზენტაციას – „მაგარი ბავშვები ბლოკჩეინის შესახებ“ (Cool Kids on Blockchain), რომელზეც წამყვანი შვეიცარული ე.წ. ვენჩურული კაპიტალის (Venture Capital) ფონდის ინკუბატორის კონკურსის გამარჯვებული ქართული სტარტაპი „ვოლტ ვაინსი“ (Vault Wines) ქართულ ინოვაციას წარადგენს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც გიორგი გახარია ხელმძღვანელობს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველი ბექა ლილუაშვილი იმყოფებიან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 24 იანვარს დასრულდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა
Next post თბილისში დამატებით 40 ახალი ავტობუსი იმოძრავებს