თბილისი „ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის“ წევრი გახდა

Read Time:36 Second

თბილისი „ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის“ წევრი გახდა. ასოციაციის წევრობა საქართველოს დედაქალაქს ანიჭებს უფლებას, ევროპის ახალგაზრდული ბარათი ქართველ ახალგაზრდებსა და სტუდენტებზე გასცეს.

ბარათის საშუალებით, ქართველ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ, ევროპის 36 ქვეყანაში 60 000-მდე პროდუქტსა თუ მომსახურებაზე ფასდაკლებით ისარგებლონ. ბარათის მფლობელები ფასდაკლებას მიიღებენ შემდეგი მიმართულებებით: მოგზაურობა, სასტუმროები, კულტურული ღირსშესანიშნაობები, კვების ობიექტები, ქსელური მაღაზიები და სხვა.

„ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაცია“ 1987 წელს დაარსდა. ამ ეტაპზე, ასოციაცია ევროპის 36 ქვეყანაში 40 ორგანიზაციას აერთიანებს და გაცემული აქვს 6 მილიონი ბარათი. ბარათის მთავარი მიზანი სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური მიმართულებით, ახალგაზრდების გაძლიერება და მხარდაჭერაა.

საქართველო ასოციაციის 37-ე ქვეყანა გახდა და მას ორგანიზაციაში თბილისის მერიის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების სახით, თბილისის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს, რომელსაც ბარათის გაცემის ექსკლუზიური უფლება გააჩნია.

საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ბარათის გაცემა მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარინა ეზუგბაია: ქართული პირბადე იცავს ადამიანს ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისგან, მათ შორის კორონავირუსისგან
Next post ამერიკიდან სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 79 მოქალაქე დაბრუნდა