თბილისის მერიამ ისანში მცხოვრებ 39 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონა

Read Time:21 Second

დედაქალაქის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და ისნის გამგეობის თანამშრომლებმა ისნის რაიონში მცხოვრებ 39 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცეს.

თბილისის მერიის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება. იმ მოქალაქეებს, რომლებსაც, წლების განმავლობაში, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ.

პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, 2 000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადი აქვთ მიღებული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონს მალიში ფრანგი სამხედროს დაღუპვის გამო მიუსამძიმრა
Next post ამირან გამყრელიძემ განმარტა, რა შემთხვევში იქნება პანდემიის მეხუთე ტალღა შედარებით მსუბუქი