ლევან ხაბეიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი შოთაძე ფარულად რუსულ საქმეს აკეთებდა, ახლა უკვე ღიად, დეკლარირებულად მან ამის გაკეთებაზე თქვა უარი

Read Time:49 Second

„პროკურორად წოდებული ადამიანის ეს გადაწყვეტილება უნდა მიანიშნებდეს სავარაუდო სანქციების შიშზე. მიუხედავად იმისა, რომ შოთაძე ფარულად რუსულ საქმეს აკეთებდა, ახლა უკვე ღიად, დეკლარირებულად მან ამის გაკეთებაზე თქვა უარი, რადგან მან იცის, რომ ის აუცილებლად იქნება სანქცირებული.“  – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა შოთაძის გადადგომასთან დაკავშირებით

„პროკურორად წოდებული ადამიანის ეს გადაწყვეტილება უნდა მიანიშნებდეს სავარაუდო სანქციების შიშზე და ყველას კარგად ესმის, რომ ეს სანქციები აუცილებლად იქნება, მათ შორის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებზე. დარწმუნებული ვარ ყველა მოძალადეზე, რომელიც არის იდენტიფიცირებული კონკრეტული პერსონალური სანქციები გავრცელდება მათზეც. შოთაძეს ესმოდა, რომ ამ მთავრობის წევრობა უკვე ნიშნავს ღიად რუსული საქმის კეთებას მიუხედავად იმისა, რომ ფარულად ის ამას აკეთებდა, ახლა უკვე ღიად, დეკლარირებულად მან ამის გაკეთებაზე თქვა უარი სწორედ იმ მიზეზით, რომ მან იცის, რომ ის აუცილებლად იქნება სანქცირებული.

შესაბამისად, ეს უნდა ესმოდეს ყველას, ვინც დღეს მაღალ თანამდებობაზეა, რომ მათ უნდა მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც არ უკავშირდება პოლიტიკურ-პარტიულ გადაწყვეტილებას, ეს უკავშირდება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და მათ უნდა დატოვონ თანამდებობები იმისთვის, რომ არ მისცენ შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილს გაუხანგრძლივონ ხელისუფლება.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი: ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხების სამი მაგალითი არსებობს და სამივე კოალიციური ერთიანი სიით
Next post რატი ბრეგაძე: ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან, უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ სააკაშვილის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ყველა მოქმედება იყო კორექტული