ამირან გამყრელიძემ განმარტა, რა შემთხვევში იქნება პანდემიის მეხუთე ტალღა შედარებით მსუბუქი

Read Time:28 Second

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ოქტომბერ-ნოემბერში მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა აიცრება, მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი.

გამყრელიძემ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „მომავალი სამი თვე უნდა იყოს ძალიან ინტენსიური. ჩვენ ვაქცინების მარაგი ქვეყანაში საკმარისი გვაქვს, ყველანაირი ვაქცინის, რაც დღეს არის, ამიტომ ვთავაზობთ ადამიანებს, რომ ავიცრათ, იმიტომ, რომ აცრის გარეშე ჩვენ ამ ეპიდემიას ქვეყანაში ვერ დავასრულებთ და გვექნება სულ უფრო და უფრო საშიშროება. ჩვენ თუ ახლა მაქსიმალურად ავიცრებით, ოქტომბერ-ნოემბერში, მაშინ მეხუთე ტალღა იქნება მსუბუქი შედარებით და არ გვექნება ისეთი რთული, როგორიც ჩვენთვის იყო აგვისტო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისის მერიამ ისანში მცხოვრებ 39 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონა
Next post მამუკა მდინარაძე: როდესაც იცი, რომ ადამიანს ფსიქიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და მის მიმართ პროვოკაციას ახორციელებ, ამაში მორალი არ არსებობს