საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა საჯარო ლექცია ჩაატარა

Read Time:1 Minute, 3 Second

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე
ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა, სტუ-ის საპატიო
დოქტორმა ვილჰელმ ჰაუზერმა საჯარო ლექცია – “ეკონომიკური დანაშაული”, გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, საჯარო ლექციას დაესწრნენ, როგორც საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის, ასევე, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების
სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

საჯარო ლექციის – “ეკონომიკური დანაშაული”, ფარგლებში პროფესორმა ვილჰემ
ჰაუზერმა, გერმანიის საკანონმდებლო ბაზაზე დაყრდნობით, საინვესტიციო
თაღლითობის, ფინანსური, გაკოტრების, გაანგარიშებაში დანაშაულის არსებობის,
კონკურენციის, შრომითი და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ქეისები განიხილა.

„ორგანიზებული დანაშაული კრიმინალური საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე რთული და
საშიში ფორმაა. ორგანიზებულ დანაშაულს გააჩნია სხვადასხვა გამოვლინება,
როგორიცაა, ეკონომიკური დანაშაული, ადამიანის ან ქონების გატაცება მატერიალური
სარგებლის მიღების მიზნით, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ნარკოტიკებით,
ცეცხლსასროლი იარაღით, ფეთქებადი ნივთიერებებითა და ანტიკვარული ნივთებით
უკანონო ვაჭრობა, კონტრაბანდა, თაღლითობა. ორგანიზებული დანაშაულებრივი
ჯგუფი ჩართულია კორუფციასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში.
ორგანიზებული დანაშაულის განვითარებას ხელს უწყობს საზოგადოების არასათანადო
ინფორმირებულობა. საზოგადოების ყველაზე დაუცვლი ნაწილი მოზარდები და
სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლები არიან, რომლებიც სხვადასხვა
მიზეზების გამო ადვილად შეიძლება მოექცნენ კრიმინალური სამყაროს გავლენის ქვეშ.
საჯარო ლექციის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ ეკონომიკური დანაშაულის
შემადგენლობას, ვეცდებით მაგალითების გამოყენებით უფრო თვალსაჩინო გავხადოთ
როგორ შეიძლება დავიცვათ საზოგადოება”, – განაცხადა ვილჰემ ჰაუზერმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების
ფაკულტეტზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან: ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის
უნივერსიტეტის სენატორი მიხაელ ჰარცი, პროფესორები ვილჰელმ ჰაუზერი და შტეფან

ჰუტერი, პანონიის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი,
პროფესორი ბიეტა ფეჰერვოლგუი და პროფესორი ვიქტორია ცუპონი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროებას პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ, ეს არასდროს გამხდარა არც ერთი პარტიის საქმიანობის შეფერხების, არც მით უმეტეს მათი დახურვის მიზეზი – ირაკლი კობახიძე
Next post რატი ბრეგაძე: „მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც, მიუხედავად იმ ძალიან დიდი ზეწოლისა, იმ პერიოდში თავის საქმიანობას ახორციელებდა პირნათლად და პატიოსნად სახელმწიფოს წინაშე“