თამთა მეგრელიშვილი: ნიკა გვარამია, შენი შვილი შვილია და ირაკლი კობახიძის შვილი არა?! წარმომიდგენია, რა ამბავს ატეხდი, იგივე მდგომარეობაში შენ და შენი შვილი რომ ჩაეგდეთ ვინმეს

Read Time:1 Minute, 3 Second

დღეს სოციალურ ქსელში ერთმა „ნაციონალური მოძრაობის“ მეხოტბემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ირაკლი კობახიძე საკუთარ მცირეწლოვან შვილთან ერთადაა, – წერს საჯარო მმართველობის დოქტორო თამთა მეგრელიშვილი და მიმართავს ტელეკომპანია ,,მთავარის” დირექტორს ნიკა გვარამიას, თუ რას მოიმოქმედებდა ამ მდგომარეობაში, ის და მისი შვილი რომ ვინმეს ჩაეგდო. როგორც მეგრელიშვილო აღნიშნავს „ნაციონალური მოძრაობა“ არის ბოროტი ძალა, რომლისთვისაც არ არსებობს რაიმე ღირებული.

,,დღეს, სოციალურ ქსელში, ერთმა „ნაციონალური მოძრაობის“ მეხოტბემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ირაკლი კობახიძე საკუთარ მცირეწლოვან შვილთან ერთადაა. ვიდეოში კარგად ჩანს მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით როგორ დასცინის ის ბატონ ირაკლის. ეს კიდევ არაფერია, აღნიშნული ვიდეო გააზიარა მთელმა ნაცპარტიულმა აქტივმა და რა თქმა უნდა, მათი მხრიდან ირაკლისა და მისი მცირეწლოვანი შვილის გინება, დაცინვა და აბუჩად აგდება ამ დრომდე არ წყდება. ეს ვიდეო საკუთარ გვერდზე განათავსა მთავარმა არხმა, რომელმაც გამიზნულად მიუგდო ირაკლი კობახიძე, მისი მცირეწლოვანი შვილით, საჯიჯგნად მის ბნელ პარტაქტივს. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ბოროტი ძალა, რომლისთვისაც არ არსებობს რაიმე ღირებული. ნიკა გვარამია, შენი შვილი შვილია და ირაკლი კობახიძის შვილი არა?! წარმომიდგენია რა ამბავს ატეხდი იგივე მდგომარეობაში შენ და შენი შვილი რომ ჩაეგდეთ ვინმეს… თქვენ ხართ ბოროტი ძალა, რომელიც არ ინდობს არავის და წარმომიდგენია თქვენ რომ ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდეთ რა სიძულვილის პოლიტიკას გაატარებთ. ახალ სასაკლაოებს მოაწყობთ წამების ნაცადი თუ ახალი მეთოდებით და ყველას გაუსწორდებით ვინც თქვენიანი არ არის და თქვენ გვერდით არაა. ბოროტების ძალა ხართ და ამიტომაც სძულხართ უმრავლესობას!!!” – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი: რეზოლუციის მთავარი პათოსია, არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია და თავიდან იყოს აცილებული ომი – რეზოლუციის ტექსტის კრიტიკისას საქმე გვაქვს პოლიტიკურ მანიპულაციებთან
Next post იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილს გაუწია რეკომენდაცია