დავით ზალკალიანი: რეზოლუციის მთავარი პათოსია, არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია და თავიდან იყოს აცილებული ომი – რეზოლუციის ტექსტის კრიტიკისას საქმე გვაქვს პოლიტიკურ მანიპულაციებთან

Read Time:1 Minute, 3 Second

​რეზოლუციის ტექსტში მთავარი პათოსია ის, რომ ჩვენი პოზიციაა, არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, ნაბიჯები იყოს გადადგმული პრევენციისკენ და იმისკენ, რომ თავიდან იყოს აცილებული ომი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა. დავით ზალკალიანი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტის კრიტიკას პოლიტიკურ მანიპულაციებს უკავშირებს.

„საქმე გვაქვს პოლიტიკურ მანიპულაციებთან და ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს პარლამენტს კონსენსუსზე დაფუძნებული ერთიანი რეზოლუცია მიეღო. ტექსტში, რომელიც ხელისუფლებამ შეიყვანა, მთავარი პათოსი იყო ის, რომ ჩვენი პოზიციაა, არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, ნაბიჯები იყოს გადადგმული პრევენციისკენ და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ომი, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა და მისი ფუნდამენტური საერთაშორისო უფლებების დარღვევა. ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, სუვერენიტეტზე, ღია კარის პოლიტიკაზე, სუვერენულ უფლებაზე ავირჩიოთ ჩვენი ალიანსები – ამ ყველაფერზე საუბარია რეზოლუციაში.

ჩვენ არ გვეშინია მკაფიო პოზიციის დაფიქსირების – ეს რომ ასეა, ფაქტებით არის დადასტურებული. მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც მიგვეღო დოკუმენტი, სადაც იქნებოდა ტერმინი ოკუპაცია და ყველაფერს დაერქმეოდა თავისი სახელი და რუსეთის ფედერაცია იქნებოდა განსაზღვრული, როგორც ეფექტური კონტროლის გამტარებელი ოკუპანტი ქვეყანა დაპყრობილ ტერიტორიებზე. ჩვენ ეს გავაკეთეთ სტრასბურგში. ეს სტრასბურგის სასამართლოს სამართლებრივ გადაწყვეტილებაში არის და არა მხოლოდ პოლიტიკურში, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური განაცხადი. ამ რეზოლუციის პათოსი უნდა ყოფილიყო მხოლოდ ის, რომ მომხდარიყო სიტუაციის ესკალაციის შეჩერება და ომის პრევენცია“, – განაცხადა ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია აბაშიძე: „მთავარმა არხმა“ იერიში მიიტანა ირაკლი კობახიძეზე და მის ოჯახზე. ბულინგის მცდელობა იყო ირაკლის არასრულწლოვან შვილზე. ბავშვებს ნუ ეხებით, გარეწრებო
Next post თამთა მეგრელიშვილი: ნიკა გვარამია, შენი შვილი შვილია და ირაკლი კობახიძის შვილი არა?! წარმომიდგენია, რა ამბავს ატეხდი, იგივე მდგომარეობაში შენ და შენი შვილი რომ ჩაეგდეთ ვინმეს