თამარ ჩარკვიანი ხაბეიშვილზე: ჩაფიქრებული აქვს აკრიფოს რეგიონებიდან, ეს ბიჭი ასე ნელ-ნელა დაიწყებს მოქმედებას

Read Time:45 Second

ჩაფიქრებული აქვს აკრიფოს რეგიონებიდან, ეს ბიჭი ასე ნელ-ნელა  დაიწყებს მოქმედებას – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„უცხოელი ექსპერტები ეუბნებიან, რომ მისი პარტიის ლიდერი მოწამლულია, მძიმედ არის, ყოველდღე მძიმდება, კვდება ციხეში და ჩვენ ხომ ის უნდა გვიკვირდეს, რომ ლევან ხაბეიშვილი ახლა მოკალათებული იყოს პარლამენტში და ბოიკოტში არ იყოს? – მე მაგალითად ეს უფრო გამიკვირდებოდა. დაიწყო ამ ადამიანმა მოქმედება.

ვერ შეთანხმდნენ პარტიაში, ფრაქციის ყოფილმა თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძემ სტატუსი დადო არ ვეთანხმებიო, ამიტომ, როცა ერთობა არ არის, გათითოკაცებით გამოსვლა არის ყველაფრის განადგურება. სამი დღეა ეს ადამიანი თავმჯდომარეა, სამი დღეა არ სძინავს, რამდენადაც ჩვენ ვიცით ამ ადამიანს ჩაფიქრებული აქვს ასეთი რამ, დაიწყოს… აკრიფოს რეგიონებიდან… ასე ნელ-ნელა ეს ბიჭი დაიწყებს მოქმედებას. მისი პარტიის დამფუძნებელი კვდება ციხეში და რა ქნას დაიძინოს? ხალხო ვერ გავიგე რა გვინდა მოქმედებს ოპოზიცია, არ გვინდა, არ მოქმედებს ოპოზიცია, რატომ არ მოქმედებსო. დაიწყო ამ ადამიანმა, ჩვენ ამოვუდექით მხარში ამ ბოიკოტით“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
100 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მოულოდნელად გავიგე, რომ ანი ახმეტელი, რომელთანაც ფსიქოლოგიურ კონსულტაციებზე დავდიოდით მე და ჩემი მეუღლე, ორსულად იყო ჩემი ქმრისგან
Next post ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან