თამაზ მეჭიაურს ბრალდებებს უყენებენ-კორუფცია და საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური შეხედულებების გამო

Read Time:46 Second

კორუფცია და საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური შეხედულებების გამო – მეორე ტურის წინ, თიანეთის მერობის კანდიდატს და ყოფილ მერს თამაზ მეჭიაურს ადგილობრივები და ყოფილი საჯარო მოხელეები ბრალდებებს უყენებენ.

ნატო სუარიშვილი, რომელიც თიანეთის მერიის წარმომადგენელი იყო, ამბობს რომ სამსახური თავისი ნებით არ დაუტოვებია და წასვლა, პოლიტიკური შეხედულებების გამო, თიანეთს ყოფილმა მერმა, თამაზ მეჭიაურმა აიძულა.

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობენ თიანეთის მერიის სხვა ყოფილი თანამშრომლებიც, მათ შორისაა იმედა შენგელია, რომელიც მაშინ, როდესაც, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერი გახდა, მერიაში ეკონომიკის სამსახურს ხელმძღვანელობდა. იმედა შენგელია განმარტავს, რომ თანამდებობის დატოვება თამაზ მეჭიაურმა აიძულა, ახლა კი პარტიული შეხედულების გამო, მიწის ნაკვეთის რეგისტრირების საშუალებას არ აძლევს.

ბრალდებების ადრესატმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მეორე ტურის წინ ხელისუფლება მისი დისკრედიტირების მიზნით, ცრუ კამპანიას აწარმოებს. თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ მის დასამარცხებლად “ქართული ოცნება” ყველა მეთოდს გამოიყენებს.

თიანეთი იმ 20 საარჩევნო ოლქში შედის, სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება. თამაზ მეჭიაურის უშუალო კონკურენტი “ქართული ოცნებიდან” ლევან წიკლაური გამარჯვებაში და როგორც თავად აცხადებს, თიანეთში მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტის შეუფერხებლად განხორციელებაში დარწმუნებულია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „იმედია, ბატონი გვარამია ითანამშრომლებს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან. რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამაზე უნდა ისაუბრონ პროფესიონალმა ექიმებმა და არა ჟურნალისტმა, იურისტმა ან ნებისმიერმა სხვამ“
Next post ელენე ხოშტარია-პატიმრი მიხეილ სააკაშვილის მიმართ ის უღირსი დამოკიდებულება, რასაც არაადამიანურად ავლენს „ქართული ოცნება“, აბსოლუტურად მიუღებელია