ელენე ხოშტარია-პატიმრი მიხეილ სააკაშვილის მიმართ ის უღირსი დამოკიდებულება, რასაც არაადამიანურად ავლენს „ქართული ოცნება“, აბსოლუტურად მიუღებელია

Read Time:33 Second
პატიმრის მიმართ ის უღირსი დამოკიდებულება, რასაც არაადამიანურად ავლენს „ქართული ოცნება“, აბსოლუტურად მიუღებელია, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მედიასთან განაცხადა.
 
როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, როდესაც მესამე პრეზიდენტის მკურნალობაზე კითხვის ნიშნებია დარჩენილი, ეს ქვეყანას აზიანებს.
 
„ადამიანური, პოლიტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად დაუშვებელია, რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს სათანადო სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებით. ექიმები, ადვოკატები საუბრობენ იმაზე, რომ საჭიროა მრავალპროფილური კლინიკა და რა თქმა უნდა, როდესაც საუბარია ამდენხნიან შიმშილობაზე, ეს აუცილებელია. ზოგადად, პატიმრის მიმართ ის უღირსი დამოკიდებულება, რასაც არაადამიანურად ავლენს „ქართული ოცნება“, აბსოლუტურად მიუღებელია. ყველა ვარიანტში, მან უნდა მიიღოს სრული სამედიცინო დახმარება, ეს არის ძალიან დიდი ზიანი ქვეყნისთვის, რომ მესამე პრეზიდენტის მკურნალობაზე კითხვის ნიშნები არის დარჩენილი. ეს დისკუსიაც კი აბსოლუტურად გაუმართლებელია“,- განაცხადა ხოშტარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამაზ მეჭიაურს ბრალდებებს უყენებენ-კორუფცია და საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური შეხედულებების გამო
Next post პაატა იმნაძე: თრობა არ შეიძლება, თორემ 1-2 ჭიქით აცრის აღნიშვნა შეიძლება