რატი ბრეგაძე: „იმედია, ბატონი გვარამია ითანამშრომლებს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან. რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამაზე უნდა ისაუბრონ პროფესიონალმა ექიმებმა და არა ჟურნალისტმა, იურისტმა ან ნებისმიერმა სხვამ“

Read Time:1 Minute, 2 Second

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე იმედს გამოთქვამს, რომ ნიკა გვარამია მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ითანამშრომლებს. მისივე თქმით, სიმართლის დადგენით, პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტროა დაინტერესებული.

„გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს ჰქონდათ ბატონ გვარამიას ადვოკატთან კომუნიკაცია. იმედია, ხვალ გაიმართება ეს შეხვედრა და უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს იმ განცხადების შესახებ, რომელიც მან გააკეთა. ეს იქნება გადამოწმებული და, იმედია, ის ითანამშრომლებს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციასთან. ვფიქრობ, ეს მათ ინტერესშია. ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ გავიგოთ სიმართლე. აუცილებლად გავიგებთ და მივაწვდით კიდეც საზოგადოებას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება სრულად იქნება დაცული. მანვე სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 დაწესებულებაში არსებულ პირობებზე ისაუბრა.

„რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამაზე უნდა ისაუბრონ პროფესიონალმა ექიმებმა და არა ჟურნალისტმა, იურისტმა ან ნებისმიერმა სხვამ. დღეს ჩვენ მოვინახულეთ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 დაწესებულება ქალბატონ თამარ გაბუნიასთან ერთად და, როგორც ექიმები გვეუბნებიან, ინფრასტრუქტურა არის სრულად გამართული პაციენტის მისაღებად და მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამართავად. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ გატარდეს ყველა საჭირო ღონისძიება, რომლებიც როგორც ამ კონკრეტული პატიმრის, ისე სხვა პატიმრების უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი. ჩვენ დაინტერესებული ვართ მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და, ბუნებრივია, აქ ვერ იქნება გამონაკლისი ვერც მიხეილ სააკაშვილი ამ საერთო პრინციპიდან“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „კონსილიუმმა, რომელშიც შედიან ძალიან მაღალი ავტორიტეტის ექიმები, დადო დასკვნა, რომლის თანახმადაც, ამ ეტაპზე სააკაშვილი არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას“
Next post თამაზ მეჭიაურს ბრალდებებს უყენებენ-კორუფცია და საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური შეხედულებების გამო