თაკო ჩარკვიანი – ძალიან ბევრჯერ ვთქვი, არ მომწონს ამ ბიჭის პროწიალი და პიპინ-პიპინით სიარული, ლიდერები იცვლებიან, რა პრობლემაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გამოცვალონ

Read Time:2 Minute, 14 Second

მუდმივად მქონდა ნიკა მელიასთან პრეტენზიები. სულ ვამბობ, რომ ეს ადამიანი ან ვერ არის ლიდერი ან შეგნებულად მოიყვანა სტაგნაციაში პროცესი. ძალიან ბევრჯერ ვთქვი, არ მომწონს მე ამ ბიჭის პროწიალი და პიპინ-პიპინით სიარული-მეთქი, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკივიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიამ 29-პროცენტიანი პარტია რვა პროცენტამდე დაიყვანა.

„ვისთანაც იყო დაპირისპირება, მან თავად აღიარა გუშინ, ლაივი ჰქონდა მუმლაძეს ჩართული და პირდაპირ თქვა, რომ ფიზიკურად გამისწორდნენო. ასე რომ, ჩვენ რატომ უნდა შევიტანოთ ეჭვი, იმიტომ რომ სხვა ადამიანებიც იყვნენ და იძულებული გახდა, გამოეტანა. ნიკა მელიას განცხადებას არც ერთი მხარე არ აქვს, რითიც შეიძლება, გაამართლო. თუ პოლიტიკას გამოაცლი მორალს, საერთოდ არაფერი არ შეგრჩება და შეგრჩება ის წუმპე, რომელშიც 30 წელია, საქართველოს ამყოფებენ ზუსტად იმ ტიპის პოლიტიკოსები, რომლებიც აცლიან მორალს პოლიტიკას. შეუძლებელია ასე, მორალგამოცლილი პოლიტიკა ტალახია. ამის ძალიან წინააღმდეგი ვარ. როდის შეიტყო მან კეზერაშვილის ოლიგარქობის შესახებ, გუშინწინ? წავიკითხე მისი განცხადებები სულ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ის პარტნიორად მიიჩნევს მას. ეს საზიზღრობაა, არ შეიძლება. მე კი კეზერაშვილამდე, ერთი წლის განმავლობაში მუდმივად მქონდა მასთან პრეტენზიები, თქვენი ეთერის საშუალებითაც სულ ვამბობ, რომ ეს ადამიანი ან ვერ არის ლიდერი ან ძალიან შეგნებულად მოიყვანა სტაგნაციაში პროცესი, რაც კატასტროფა იყო. ეს ხომ არ იყო არჩევნები. ჩვენ ვებრძვით ხელისუფლებას, რომელთანაც გვაქვს პრეტენზიები, რომ ბიუჯეტი იძარცვება, საზღვრები არ კონტროლდება, კატასტროფული მდგომარეობაა. არჩევნებამდე უნდა მივიდეთ ჯერ, ეს უნდა გავაკეთოთ, რომ როგორმე 12 პუნქტი მიიღოს ქვეყანამ. აი, ამ დროს რომ შენ სტაგნაციას შემოიტან. მისი პარტიის ლიდერზე ჯერ თქვა, ჩემი მეგობარი არ არისო, ფინანსი, სახელი, ყველაფერი იმ კაცის, მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებულია.

ციხეში მყოფ კაცზე თუ მოიგონებ, რომ მეგობარიაო, თორემ ის თქვა, რომ არ არის მეგობარიო, პირველად გავიგე ხალხნო. არ გამიგია ასეთი არაფერი. არ მომწონს მე ამ ბიჭის პროწიალი და პიპინ-პიპინით სიარული-მეთქი, ვთქვი ძალიან ბევრჯერ, რუსთაველზეც და მოჰყვა ამას ქილიკი. დიახ, ნამდვილი ბრძოლა გახლავთ პარლამენტშიც და რუსთაველზეც, არაფერი საქილიკო არ არის, რადგან რაოდენობაზე უფრო დიდი იარაღი ოლიგარქატთან ბრძოლის დროს, არაფერი არ არის.

ზუსტად ეს რაოდენობა გაუშვა რამდენიმეჯერ სახლში მელიამ. მან მოიტანა უძრაობა, მან დაიყვანა 29%-იანი პარტია 8%-მდე. ერთი დეტალი მითხარით, რატომ უნდა დარჩეს პარტიაში ეს ადამიანი, თუმცა ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ძალიან ვგულშემატკივრობ, როგორც დასავლური ვექტორის მქონე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კითხვაზე: ფიქრობთ, რომ საერთო ოპოზიციურ პროცესს აფერხებს „ნაციონალური მოძრაობა“ და კონკრეტულად ნიკა მელია, თაკო ჩარკვიანმა ასე უპასუხა:

„ნაციონალური მოძრაობა“ – ასე მე ვერ ვიტყვი, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ შესანიშნავი ამომრჩეველი ჰყავს, ზუსტად ის, ვინც შევიდნენ ნიკა მელიასთან და გაუსწორდნენ ფიზიკურად, ისიც „ნაციონალური მოძრაობაა“. მე ვერაფრით ვერ დავარქმევ ნიკა მელიას და მის რამდენიმე მომხრეს ასე ცალსახად „ნაციონალურ მოძრაობას“. ლიდერები იცვლებიან, რა პრობლემაა, რომ თავმჯდომარე გამოცვალონ, რა არის აქ საოცარი. პარტია იმისია, რომ გამოცვალონ, თუკი ვერ შეასრულა რაღაც. ლიდერი, რომელმაც გაამეოთხედა შედეგი, 29 პროცენტიდან 8%-მდე, უძრაობაში მოიყვანა პარტია. მისი ლიდერი მძიმდება ციხეში და პარტია უმოძრაობაშია. აბა, რა არის ლიდერის მოქმედება სხვა“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი შოთაძე – ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2008 წლის ომის დროს რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება
Next post საქართველოს იუსტიციის მინისტრი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილეს აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიების შესახებ ესაუბრა