თავდაცვის მინისტრი: მინდა მივმართო სტუდენტებს, რომ არავინ შეიყვანოს ისინი შეცდომაში. სავალდებულო სამსახურის გავლა მათ მხოლოდ ნებაყოფლობით შეეხებათ

Read Time:52 Second

თუ ჩვენი მიზანია, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის შევქმნათ რეზერვი, ის, რომ დღეს სხვადასხვა უწყებაში მსახურობენ სამხედრო მოსამსახურეები, ეს ამ მიზანს ვერ ემსახურებოდა, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

„თავდაცვის ახალი კოდექსი ემსახურება მხოლოდ ქვეყნის სიძლიერეს და იმ კომფორტული პირობების შექმნას, რაც შეიძლება სახელმწიფომ უზრუნველყოს წვევამდელებისთვის და იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რაც დღეს გვაქვს წვევამდელთა სამსახურში. წინა სისტემის ნაკლოვანებებს რაც შეეხება, თუ ჩვენი მიზანია, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის შევქმნათ რეზერვი, ის, რომ დღეს სხვადასხვა უწყებაში მსახურობენ სამხედრო მოსამსახურეები, ეს ამ მიზანს ვერ ემსახურებოდა. მეორე – ჩვენ მაქსიმალურად მოქნილი გავხადეთ კანონპროექტი და ყველანაირ საშუალებას ვუტოვებთ მოქალაქეებს, რომ დიდი არჩევანის საშუალება ჰქონდეთ. მინდა მივმართო სტუდენტებს, რომ არავინ შეიყვანოს ისინი შეცდომაში. სავალდებულო სამსახურის გავლა სტუდენტებს მხოლოდ ნებაყოფლობით შეეხება. მე ვფიქრობ, რომ უმაღლესი განათლების მქონე პირებსაც ექნებათ საშუალება, რომ ზუსტად ამ პროგრამით, წელიწადში ერთი თვის განმავლობაში, გაიარონ სავალდებულო სამსახური. ჩვენ ასევე გვაქვს ბენეფიტებზე აწყობილი პროგრამები, რომელიც შეეხება 11-თვიან სავალდებულო სამსახურს, სადაც იქნება მაღალი ანაზღაურება – სავარაუდოდ, 1200 ლარი – წვევამდელი მიიღებს ოფიცრის წოდებას და ა.შ. ჩვენ მაქსიმალურად დავხვეწეთ ეს კანონპროექტი და მიზანს, რომ საქართველოს ჰყავდეს ძლიერი მომზადებული რეზერვი, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან ხაბეიშვილი: მთავრობა უკან დახევას არ აპირებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ხალხის აქტიურობა, მათ შორის ყოველდღიური
Next post იუსტიციის სამინისტრო ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ცრუ ინფორმაციის პასუხად განმარტავს: