ზურაბ ქადაგიძე: ამბოხებულ მოსამართლეებს „ნაცმოძრაობა“ ჰპირდება ხელშეუხებლობას და დაწინაურებას უზენაეს სასამართლოში, იქ მყოფების კი გაყრას

Read Time:57 Second

ამბოხებულ მოსამართლეებს „ნაცმოძრაობა“ ჰპირდება ხელშეუხებლობას და დაწინაურებას უზენაეს სასამართლოში, იქ მყოფების კი გაყრას და ქეთევან მესხიშვილს საერთოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობასაც, რომ მათ როგორმე მოახერხონ შიგნიდან სასამართლო სისტემის „არევა“ და მის პოლიტიკურ ქაოსში ჩათრევა, რასაც ოპოზიცია უკვე „სარფიანად“ გამოიყენებს ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ საერთაშორისო პლატფორმაზე იმის საჩვენებლად, „თურმე რა ამბები ხდება“ სასამართლოში, რაც საბოლოოდ მთელი სისტემის და მისი ნდობის მძიმე დისკრედიტაციას მოახდენს, – ამის შესახებ ნათქვამია ანალიტიკოს ზურაბ ქადაგიძის წერილში, რომელიც მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„უბრალოდ მე არ მესმის, იმაზე გაგულისებულმა – რომ პარლამენტმა არ აგირჩია უმაღლესი ინსტანციის მოსამართლედ, ყველაფერს ხაზი გადაუსვა, წახვიდე გარიგებაზე უბინძურეს პოლიტიკურ ძალასთან ნაც. მოძრაობასთან, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ასეულობით შენი კოლეგა გაყარა, დევნა, ღირსება შეულახა და ეხლაც შენთან კოორდინაციაში, ისევ იგივე გზას ადგას – “ შავ სიებს“, რეპრესიებს აანონსებს და ამაზე ფორმალურად მაინც ხმას არ იღებ, უკვე ცხადია მინიმუმ თანომონაწილე ხარ ამ ყველაფრის. მაშინ სად იყავით ეს „ამბოხებული მოსამართლეები“, როდესაც წინა ხელისუფლება მართლაც სასტიკ კანონებს იღებდა, თქვენს კოლეგებს სახლში ყრიდა, საქმეებს უღძრავდა და ატერორებდა, დარჩენილებს კი „ნოტარიუსებად“ გამუშავებდათ – მაშინ რატომ არ იღებდით ხმას? რატომ არ უპირისპირდებოდით მართლაც საშინელ სისტემას? რატომ არ ავრცელებდით საჯარო საპროტესტო წერილებს? რატომ არ ასაჩივრებდით საკონსტიტუციო სასამართლოში იმდროინდელ რეპრესიულ კანონებს? და ა.შ.“, – ნათქვამია ქადაგიძის წერილში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: გვაქვს ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა – თბილისის ფინანსური ცენტრი, რომელიც თბილისის ზღვასთან განთავსდება, ხოლო გონიოში უფრო მულტიფუნქციური ცენტრის შექმნას ვგეგმავთ
Next post ზურაბ აზარაშვილი – პირველადი ინფორმაციით, სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარი არის უბედური შემთხვევა, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან