ზურაბ ზვიადაურს თავდებში ავთანდილ ჭრიკიშვილი და ზაქარია ქუცნაშვილიც ჩაუდგნენ

Read Time:54 Second

მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი და ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი თავდებში ჩაუდგნენ.

შესაბამისი განცხადები მათ მათ თელავის რაიონულ სასამართლოში გააკეთეს, სადაც ზურაბ ზვიადაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ზვიადაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ იქნება გამოყენებული, ზურაბ ზვიადაურს საკუთარ სახლს შესთავაზებს.

“მე შემიძლია შემოვთავაზო სასამართლოს ჩემი საცხოვრებელი სახლი, სადაც ზვიადაური იცხოვრებს. მთელს სახლს დავუთმობთ. თუ უფლებას მოგვცემთ ზურას მეუღლეს იქ მივიყვანთ. ჩემს სახლში მივიყვან, თუ საჭიროა, მე ვიცხოვრებ პირველს სართულზე და თუ გავალ ჩავკეტავ და თუ მივალ გავიღებ. სახელმწიფო არ დახარჯავს ფულს. სისტემას არ დააწვება ახალი პატიმრის, ბადრაგირების, სამედიცინო მოვლის, საკვების ხარჯი. ნამყოფია ჩემს სახლში ბევრჯერ. თუ რამეს დააშავებს, მე ვიქნები პასუხისმგებელი, ამაზე მკაცრი უზრუნველყოფის ზომა არ არსებობს. რასაც პროკურატურა ითხოვს, იმასვე ვითხოვ, მე ოღონდ ჩემს სახლში იყოს დაპატიმრებული, ეს სახლი თბილისში, საირმის გორაზე მდებარეობს”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური.

“თავდებში ვუდგები ყველაფრით. თუ გინდათ, მე დამაკავეთ და მე ვიქნები მის ნაცვლად”, – განაცხადა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.

„თანახმა ვარ ვუზრუნველყო მისი კანონიერი ქმედება, მთელი ცხოვრებაა ვიცნობ – 21 წელი. მზად ვარ, ვაკონტროლოთ ზვიადურის მოქმედება“, – აღნიშნა ბექაურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე – არ შეგეშინდეთ, არ დაბრკოლდეთ, ღმერთის იმედი გქონდეთ და პირველ რიგში, დახმარება მას სთხოვეთ
Next post ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად რომელი ფსალმუნის წაკითხვისკენ მოუწოდებს ილია მეორე მრევლს