ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად რომელი ფსალმუნის წაკითხვისკენ მოუწოდებს ილია მეორე მრევლს

Read Time:44 Second

ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, აგრეთვე, წაიკითხეთ 117-ე ფსალმუნი, – ამის შესახებ ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიმართვაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის თქმით, ყველა განსაცდელი ჩვენი სულიერი ფერისცვალებისათვის ხდება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.

„მორწმუნე ერს კი მინდა მივმართო, რომ ყოველდღიურად მთელი გულით და, შესაძლებლობისამებრ, ხშირად წარმოსთქვით უფლის სადიდებელი შემდეგი მცირე ლოცვა: ,,ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა“…… ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, აგრეთვე, წაიკითხეთ 117-ე ფსალმუნი.

საერთოდ, ყველა განსაცდელი ჩვენი სულიერი ფერისცვალებისათვის ხდება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სიკვდილით არ მთავრდება ადამიანის სიცოცხლე და ფერისცვალება ამ საიდუმლო განგებულების დადასტურებაა. ამიტომაც, დღეს, ასევე, უნდა მოვიხსენიოთ უკვე მარადისობის მკვიდრი ჩვენი ახლობლები. ღმერთმა ყველა შეიწყალოს და თაბორის ნათლის მადლით განაბრწყინვოს.
ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ამინ“, – ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ზვიადაურს თავდებში ავთანდილ ჭრიკიშვილი და ზაქარია ქუცნაშვილიც ჩაუდგნენ
Next post ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეეფარდა