ზვიად კუპრავა – ჩემზე თავდასხმაში მონაწილეობდა ორი ადამიანი, მათი გვარებია გახარია და ივანიშვილი

Read Time:1 Minute, 0 Second

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა მისი თავდასხმის საქმეზე გამოკითხვაზე გლდანი – ნაძალადევის სამმართველოში მივიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზვიად კუპრავამ გამოკითხვაზე შესვლამდე განუცხადა, 27 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე ორი მამაკაცი თავს დაესხა, სახეში სითხე შეასხეს, რის შემდეგ დაზიანებეი სახისა და თავის არეში ე.წ კასტეტით მიაყენეს.

კუპრავას განმარტებით, ინციდენტის შემდეგ, სასწრაფო დახმარების ბრიგადა მეზობლებმა გამოიძახეს, რომლებიც ხმაურის ფონზე გარეთ გამოვიდნენ, სასწრაფოთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისივე თქმით, როგორც მეზობლები ამბობენ, თავდასხმელები გაიქცნენ.

ამასთან, ზვიად კუპრავას თქმით, ინციდენტის დროს დაკარგა მობილური ტელეფონი. კუპრავა ვარაუდობს, რომ მობილური ტელეფონის სწორედ ამ ადამიანებმა წაიღეს.

„მანქანა გავაჩერე სადარბაზოსგან დაახლოებით 2 მეტრის მოშორებით. მანქანის კარი ჩავკეტე და ამ დროს მომიახლოვდა ორი ბიჭი. მითხრეს მხოლოდ ერთი სიტყვა – „უკაცრავად“. ამ სიტყვის გაგონებაზე მოვიხედე, თვალებში შევხედე და „სპრეი“ მომენტალურად შემასხეს. ამის მერე არანაირ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც არ ჰქონია ადგილი, აბსოლუტურად ორგანიზებულად ასრულებდნენ თავიანთ საქმეს.

ეს იყო ჯგუფის მიერ ორგანიზებული თავდასხმა სპეციალური საშუალებების გამოყენებით. მათ გამოიყენეს ე.წ. სპრეი, სავარაუდოდ, „წიწაკის გაზი”, რითაც მოახერხეს ჩემი დაბრმავება და მდგომარეობიდან სრულად გამოყვანა. ამის შემდეგ გააგრძელეს „კასტეტით“ თავისა და სახის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა. იარები, რაც მეტყობა, „კასტეტით“ მომაყენეს. ბოლოს კი თავის არეში ჩამარტყეს ღვინის ბოთლი, რომელიც მეგობარმა მაჩუქა ერთი საათით ადრე და მეჭირა ხელში.

ჩემზე თავდასხმაში მონაწილეობდა ორი ადამიანი, მათი გვარებია გახარია და ივანიშვილი“, – განაცხადა კუპრავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არსებული ინფორმაციით, ჭოპორტში 45 წლამდე მამაკაცმა დედა და და მოკლა
Next post სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თურქეთის მოთხოვნით, ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეიკრიბება