ზაზა სოფრომაძე: სააკაშვილს ეშინია, მარტო რჩება ყველაფერთან, რაც ჩაუდენია, რაც დააშავა, რამდენი ადამიანი გააუბედურა და აწამა…

Read Time:39 Second

მსჯავრდებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეშინია, ის მარტო რჩება ყველაფერთან რაც ჩაუდენია, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ზაზა სოფრომაძე გადაცემა “იმედი LIVE-ში” განაცხადა.

“სააკაშვილს ბოდიში და მონანიება ბრალის აღიარება ჰგონია. პიროვნული თვისებებიც განაპირობებს ამას, მე ძალიან კარგად ვიცნობ მას. ყოველდღე ჩვენ მისგან ვისმენთ ცინიზმს. ესეც მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარეობს, ცდილობს ამ ცინიზმით გადაფაროს აღიარება. რაც არ უნდა გაექცეს, არ შეიძლება ეს მასზე ქვეცნობიერად არ მოქმედებდეს. როგორც ექიმი ვამბობ, რომ შესაძლოა მისი მდგომარეობაც ამით იყოს გამოწვეული. რაც არ უნდა იმაგროს თავი, დოჩანაშვილს აქვს კარგი ფრაზა – ძილის წინ დაძინებამდე დგება წამი, როდესაც ჩვენ თავთან მარტო ვრჩებით. მარტო რჩება ყველაფერთან რაც ჩაუდენია, რაც დააშავა, რამდენი ადამიანი გააუბედურა, რამდენი აწამა და ა.შ. ესეც ახდენს მასზე გავლენას. სააკაშვილს ეშინია. ეშინია იმის რაც მას ელოდება”, – განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ მაჭარაშვილი – სააკაშვილის ფანტაზიები უკიდეგანოა, როგორც ჩანს, საკუთარ დაბადების დღეზე საპროტესტო აქციის ჩატარება გადაწყვიტა
Next post ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე 11 საკითხი განიხილა