გურამ მაჭარაშვილი – სააკაშვილის ფანტაზიები უკიდეგანოა, როგორც ჩანს, საკუთარ დაბადების დღეზე საპროტესტო აქციის ჩატარება გადაწყვიტა

Read Time:36 Second

მიხეილ სააკაშვილის ფანტაზიები არ გაგვიკვირდება, მისი ფანტაზიები უკიდეგანოა. როგორც ჩანს, საკუთარ დაბადების დღეზე საპროტესტო აქციის ჩატარება გადაწყვიტა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 21 დეკემბრისთვის დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხდა.

მისივე თქმით, ქვეყანას სხვა დღის წესრიგი და გამოწვევები აქვს.

„ეს მისი პირადი საქმეა, ქვეყანას სხვა დღის წესრიგი და გამოწვევები აქვს. სხვათა შორის, ძალადობრივ პროცესებზე მათმა მხარდამჭერებმაც კი თქვეს უარი. შეიძლება, არჩევნებში პოლიტიკურად მხარს უჭერდნენ „ნაცმოძრაობას“ და რადიკალურ ოპოზიციას, მაგრამ ისინი მხარს არ უჭერენ არც ერთ შემთხვევაში რადიკალურ ნაბიჯებს და ქუჩის აქციებს. ამიტომ, ოპოზიცია უნდა მიხვდეს და მეცადინეობა დაიწყოს 2024 წლის არჩევნებისთვის. მგონი, აქციებს გავლენა არც მათ მხარდამჭერებზე აქვთ, რადგან ნაცვლად იმისა, რომ მათ მიერ არჩეული დეპუტატები პარლამენტში მუშაობდნენ, ხალხს არ უნდა ქუჩაში ირბინოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ლელოს“ საპარლამენტო ფრაქციის შესაქმნელად შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ დილარ ხაბულიანი შეუერთდეს
Next post ზაზა სოფრომაძე: სააკაშვილს ეშინია, მარტო რჩება ყველაფერთან, რაც ჩაუდენია, რაც დააშავა, რამდენი ადამიანი გააუბედურა და აწამა…